“სავალალო ის არის, რომ აღნიშნული სცენის ყურება ყოველდღიურად იძულებით გვიწევს, მართლა როდემდე?”

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

,,ის, რაც ფიზიკურად აღარ ძალგვიძს, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით შესანიშნავად გამოგვდის”.

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ნაცების ძალადობის თანამედროვე წესი და ხელწერაა – ბულინგი, ანტიპიარი, დარეპორტება, ყალბი ინფოების გავრცელება, დაცინვა, შანტაჟი, ყალბი გვერდებით შემოტევა – ცილისწამება და სხვა.

არ ილევა სამიზნე სუბიექტები. წესი ერთია – ის, ვინც მათი ინტერესების წითელ ხაზს გადაკვეთს, გამოთქვამს საკუთარ აზრს ან ნამდვილი ფაქტების კონსტატაციას ახდენს და ეს უკანასკნელი არ მოექცევა ნაცმოძალადეთა ინტერესებში – ყველა მატყუარა, არამზადა, აგენტი და ქოცია.

თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალება და ყვირილი ყურადღების მისაქცევად, რეალურად ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი საქციელია, თუმცა აქ საინტერესო ის არის, რომ მოწყობილი ისტერიკები ააშკარავებს მათ რეალურ ფიქრებსა და მდგომარეობას. სიტუაციის ანალიზი მარტივია: ხმაური და დებოში ხომ სუსტი პოზიციის მქონე მხარეს აწყობს. ძლიერი და თავდაჯერებული არასდროს ხმაურობს და ამპარტავნობს. როგორც გოეთე იტყოდა: “ყველაზე ჩლუნგი, ლაყე თავები ყველაზე მეტად ამპარტავნობენ.”

სავალალო ის არის, რომ აღნიშნული სცენის ყურება ყოველდღიურად იძულებით გვიწევს და უარყოფითად ზემოქმედებს ჩვენს ფსიქიკურ განვითარებასა და მდგომარეობაზე. მართლა როდემდე?”– წერს მარიამ კუბლაშვილი.