“ყველა ტრანსგენდერის მშობელს ვურჩევ, რომ მისი შვილი ისე უყვარდეთ, როგორც დაბადების პირველ წუთს უყვარდა“

ტრანსგენდერმა ლიზი ქისტაურმა თავის მაყურებელს დედა გააცნო. ვიდეო ლიზიმ იუთუბის პირად არხზე გამოაქვეყნა.

მე სხვა დროში გავიზარდე, მაგრამ ძლიერი გამოვდექი. ლიზის ამბავი მივიღე. გამიჭირდა, მაგარმ მე ის მივიღე. როგორიც არის ისეთი. დედისთვის ალბათ თავისი მახინჯი შვილი ყველაზე ლამაზია, ინვალიდი ყველაზე ჯანმრთელია, და ასე შემდეგ. დედა შვილს შორის სხვა ურთიერთობაა. მხოლოდ ეს ერთი შვილი მყავს, მაგრამ ათიც რომ მყავდეს ამას მაინც ვერავინ შემიცვლის და ეს ყოველთვის ასე იქნება. გიორგი ყველა წამსა და წუთში გონებაში ვიყო, ყველაფერი გიორგიდან იწყებოდა. გიორგი არის ის, რაც არის. ვერც მიბედავენ ახლობლები და მეგობრები, რომ მასზე და მის ცხოვრებაზე რამე მკითხონ. ყველა ტრანსგენდერის მშობელს ვურჩევ, რომ მისი შვილი ისე უყვარდეთ, როგორც დაბადების პირველ წუთს უყვარდა“, – ამბობს გიორგი ქისტაურის დედა.