“დეკემბრის პირველი კვირიდან თანამშრომლების კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყება”

ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს, სოციალურ ქსელში ვაქცინაციის დაწყების შესახებ წერს. ის ამბობს, რომ ექიმების აცრა უკვე დეკემბრიდან დაიწყება.
“დღეს გამოგვიცხადეს სამსახურში, რომ დეკემბრის პირველი კვირიდან თანამშრომლების კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყება. როგორც ჩანს, ორივე კომპანია, ფაიზერიც და მოდერნაც ცდილობს emergency use ავტორიზაცია სასწრაფოდ მოიპოვოს. ჰოსპიტალმა დაიწყო საჭირო პირობების ორგანიზება ვაქცინების შესანახად. თანამშრომლები რისკ ჯგუფებად დახარისხდებიან და რიგის მიხედვით მოხდება მათი აცრა. ჯერჯერობით საუბარია ნებაყოფლობით აცრაზე. გრიპის ვაქცინა სავალდებულოა უკვე წლებია. ხშირად მეკითხებიან და აქვე დავწერ. გრიპზე მეც და მთელი ჩემი ოჯახი, 9 და 10 წლის შვილების ჩათვლით ავიცერით ჯერ კიდეც ოქტომბრის დასაწყისში.
აქვე გვითხრეს, რომ საუდის არაბეთი იწყებს მთლიანი მოსახლეობის აცრას ჩინური ვაქცინით, ისრაელის მთავრობამ შეიძინა მოდერნა, ფაიზერი და რუსული ვაქცინაც კი. განსხვავებული პროპორციით იგივე გააკეთეს ევროპული ქვეყნების მთავრობებმაც და პირველი ყველგან რისკ ჯგუფები აიცრებიან. ცხადია, front liners პირველები. მოკლედ, იქნებ შემდეგი წელი ყველას ერთად უკეთესი გვქონდეს. მანამდე კი გთხოვთ, დაიცავით პრევენციის წესები. დაინდეთ ერთმანეთი და წინა ხაზის მებრძოლები
ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა!!! ქორწილებს, დაბადების დღეებს და კოვიდ-საშიშ გართობებს ვაქცინაციის მერე ყველანი მოვასწრებთ”, – წერს ნანა გეგეჭკორი.