“ვერ ვიჯერებთ, რომ დავკარგეთ კეთილი, ჭკვიანი და მიზანდასახული ბიჭები”

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფიტნეს-კლუბი “ასპრია” ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

“ასპრიელებისთვის, დღეს ძალიან მძიმე დღეა. თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ჩვენს უსაყვარლეს, სიცოცხლით აღსავსე თანაგუნდელებს თორნიკესა და გენრის იცნობდა, დაუჯერებელია მომხდარი ტრაგედია. ვერ ვიჯერებთ, რომ დავკარგეთ კეთილი, ჭკვიანი და მიზანდასახული ბიჭები, სპორტსმენები, რომლებიც ჩვენი გუნდის განუყოფელი წევრები იყვნენ და ასე დარჩებიან მუდამ.
ასპრია, მთელი გუნდის სახელით, სამძიმარს უცხადებს თორნიკეს და გენრის ოჯახებს“, – წერია “ასპრიას” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.