კესარია აბრამიძე აფეთქებას გადაურჩა

ფოტომოდელ კესარია აბრამიძის საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. 

კესარია დიღომში ავთანდილის 8 ნომერში, ცხოვრობს, სადაც ერთი წლის წინ, გაზის აფეთქების შედეგად ტრაგედია დატრიალდა.

გუშინ, კორპუსის მოსახლეობამ გაზის სუნი იგრძნო და შესაბამისი სამსახური გამოიძახა, თუმცა მათ მხოლოდ გაზი გადაუკეტეს.

გამოვედი მეზობლისგან და საშინელი გაზის სუნი იდგა. ვიცი, რომ წინა წელს, ეს კორპუსი აფეთქდა.

შეშინებულია ხალხი, ზოგი წავიდა. წინა წელსაც, როცა აფეთქდა, რამდენჯერმე მოვიდნენ, ალბათ სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და თქვეს, შეიძლება ვიღაცამ გაზის ბალონი აიტანა და ამიტომ დადგა სუნიო.

ამის შემდეგ დატრიალდა ტრაგედია“, – ამბობს აბრამიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.