“ბოლოს ყველანი დავჭამთ ერთმანეთს”

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„მოკლედ, რასაც ვაკვირდები, ბოლოს ყველანი დავჭამთ ერთმანეთს, დავკლავთ, ვინც არ ვიზიარებთ სხვა ადამიანების პოზიციებს, ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე და დარჩებიან მხოლოდ გაღიმებული სეირის მაყურებლები.

ხოდა, ეკონომიკური პრობლემებიც უფრო ადვილად მოგვარდება ქვეყანაში, სოციალურიც და პოლიტიკურიც, შეთანხმებაც უფრო ადვილად შედგება, ვინც გადავრჩებით, მათ შორის.

პანდემიის შეზღუდვებისგან სახლებში ჩამსხდარი ადამიანების ფბ ბატალიები, უკვე სამამულო ომს ემსგავსება. ხმერთოოოო, დავით აღმაშენებელო, ეს რეებს ვკითხულობ და რეები მესმის, ადამიანები ერთმანეთს ვირტუალურად ათრევენ თმით, ტიკარაძის დიპლომის, თალაკვაძის დაცვების და რაღაც სიგიჟეების გამო“- წერს გრიგოლია.