“მე საოჯახო საქმეს თითქმის არ ვაკეთებ”

უფლებათადამცველი, ბაია პატარაია, დროის ფაქტორზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქალები, რომლებიც დიასახლისები არიან და ამავდროულად მუშაობენ, ცხოვრებისთვის დრო არ რჩებათ.

ტრენინგისთვის ვემზდები და საინტერესო ტერმინი შემომხვდა „დროის სიღარიბე“ (time poverty), როგორც გენდერული ფენომენი.

ქალები არიან დროში ღარიბები, მათ იმდენად არ აქვთ თავისუფალი დრო აუნაზღაურებელი საშინაო შრომის გამო, რომ საკუთარი უფლებების დაცვაშიც კი ეშლებათ ხელი.

როდესაც გენდერზე ვატარებ ტრენინგს და გოგონები მეკითხებიან, აი, თქვენ ხომ ყველაფერი შეძელით: სწავლაც, კარიერაც, ოჯახიც, აქტივიზმიც, შვილიც. სულ ვპასუხობ, რომ არა.

მე საოჯახო საქმეს თითქმის არ ვაკეთებ და ბავშვის აღზრდა/მოვლაშიც ბევრი მეხმარება, შესაბამისად, მე გაცილებით მეტი თავისუფალი დრო მაქვს, ვიდრე სხვა ქალებს.

ვინც გეუბნებათ, რომ ყველაფერს ასწრებს, ის გატყუებთ. ქალი თუ დიასახლისობს კიდეც და მუშაობს კიდეც, მას არაფრისთვის აღარ რჩება დრო და ეს დროის უქონლობა მწარედ აისახება მის კარიერაზე, შემოქმედებასა და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე“,– წერს პატარაია.