რატომ მივიდა მოხუცთა თავშესაფარში ახალგაზრდა ბიჭი ბაბუის ორმოცზე

მოხუცთა თავშესაფარი – „ბარბარე ოცდაერთი” პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს.

ახალგაზრდა ბიჭმა მოხუცთა თავშესაფარს ბაბუის ორმოცისთვის, მისი სულის შესანდობად, ნობათი მიუტანა.

სრულიად მოულოდნელად ჭიშკართან მანქანა გაჩერდა, მანქანიდან ჩამოვიდა ახალგაზრდა ყმაწვილი და გვეუბნება დღეს ბაბუაჩემის ორმოცია და თქვენს მოხუცებს მისი სულის სადიდებლად მცირე ნობათი მოვუტანეთო. მანქანიდან სულ ცხელ – ცხელი ხაჭაპურები და ლობიანები გადმოიტანა და სხვა რამეებიც მოაყოლა. თან გვთხოვა არ გადამიღოთ, უბრალოდ ერთი ჭიქა მისი შესანდობარი დალიეთო”- ინფორმაციას „მოხუცთა თავშესაფარი-ბარბარე ოცდაერთი” ავრცელებს.