დევიდ ბექჰემს იდეალური სხეულის გამო უმცროსი შვილი საჯაროდ დასცინის

45 წლის ყოფილი ფეხბურთელი – დევიდ ბექჰემი არ წყვეტს საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ამიტომაც რეგულარულად ვარჯიშობს. რამდენიმე საათის წინ, ვარსკვლავმა სოციალურ ქსელებში უახლესი კადრი გამოაქვეყნა, რომლის აღწერითაც ირკვევა რომ ვარჯიშის ბოლო აკორდი მისთვის ყოველთვის ყველაზე რთულია.

“ვერ ვიტან ტრიცეფსის ვარჯიშს,”- დაწერა მან და თუ 65 მილიონი გამომწერი აღფრთოვანდა მისი  იდეალური სხეულით, ოჯახურმა იუმორმა ამ პოსტშიც იჩინა და ამჯერად რომეოს სახით, რომელმაც ქალების გულთამპყრობელს საკუთარი ასაკი საჯაროდ შეახსენა, “კარგი დიდო კაცო,”– უპასუხა მან ხუმრობით.