“საქართველოში ვინც იძახის მშიაო ის ღირსია შიმშილის და აი რატომ!”

ლექტორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ეს პოსტი ბევრს არ მოეწონება, მაგრამ…

ცივი წყალი დალიოს!
საქართველოში ვინც იძახის მშიაო ის ღირსია შიმშილის და აი რატომ! გათოხნე ერთი ჰექტარი სიმინდი და გარანტირებული გაქვს საჭმელ,-სასმელი!
ამ ამბავს სჭირდება წელიწადში გათოხნა-მოყვანა-დაბინავებიანად მხოლოდ ერთი თვე!
მე არ ვამბობ ფული გექნება!
მე ვამბობ საჭმელ-სასმელი: მჭადი, ლობიო, ყველი, ღორის და ქათმის ხორცი გექნება!
და არ გეშიება!
ახლა არ თქვათ მიწა სად არისო?!
იმდენი დაუმუშავებელი მიწებია მდ. რიონის პირებზე რამდენიც გინდათ!
ჰოდა მე მიმაჩნია და ასეცაა საქართველოში, ჯანმრთელ კაცს ვისაც შია, ის ზ ა რ მ ა ც ი ა!”