მონაკოს პრინცესამ იმიჯი შეიცვალა

მონაკოს პრინცესამ შარლენმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და ფანების კრიტიკა დაიმსახურა. 

42 წლის პრინცესამ შვილებთან ერთად სასახლეში ბავშვებს საჩუქრები გადასცა, სადაც პაპარაცებმა შარლენი ახალი იმიჯით და ვარცხნილობით დააფიქსირეს.

პაპარაცების ფოტოში ჩანს, რომ შარლენმა მარცხენა მხარეს თმა გადაიპარსა, რის გამოც ის სოციალურ ქსელში ფანებმა გააკრიტიკეს. „საშინლად გამოიყურება“, „ისეთი შეგრძნებებს იწვევს, რომ თითქოს კარანტინის დროს ბავშვებმა გაკრიჭეს“, „მას თავზე პრობლემები აქვს“, „საშინელი ვარცხნილობაა“, – წერენ ფანები.