ქალები სუპერმარკეტში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

აშშ-ში აფროამერიკელმა ქალებმა PlayStation 5-ის გამო სუპერმარკეტში იჩხუბეს. ერთ-ერთმა მოწინააღმდეგე ნოკაუტში ჩააგდო – წერს Daily Star-ი.

ინციდენტი სამხრეთ კაროლინაში მაღაზია Walmart-ში მოხდა. ქალებმა კამათი სალაროსთან დაიწყეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ისინი ჯერ ხმამაღლა ჩხუბობენ, შემდეგ კი ერთმანეთს მუშტებით უპირისპირდებიან.