ბერამ “last christmas“ ჩონგურის და გურული კრიმანჭულის ფონზე იმღერა

ბერა ივანიშვილმა ცნობილი საახალწლო სიმღერის „last christmas“ იმპროვიზაცია სოციალურ ქსელში შემოგვთავაზა. ივანიშვილის მიერ გაოქვეყნებული ვიდეორგოლი ქართულ მოტივებზეა აგებული.

ცნობილი ჰიტის ქავერი, გურული კრიმანჭულის ფონზეა შესრულებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოქვეყნდება სიმღერის სრული ვერსია, თუმცა სოციალურ ქსელში უკვე აიტაცეს ივანიშვილების ოჯახის ყველაზე ცნობილი წევრის სიმღერა.