“ორასივე ბავშვისთვის პრეზიდენტმა მომიტანა საჩუქრები და დარიგებაშიც დამპირდა დახმარებას”

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც დიდი ხანია სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ექს-პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრები მიუტანა.

„ააააააააა ნახეთ ვინ მოვიდნენ საჩუქრების მოსატანად ჩემთააააან.

ორასივე ბავშვისთვის პრეზიდენტმა მომიტანა საჩუქრები ახალი წლისთვის და დარიგებაშიც დამპირდა დახმარებას )))))))

საჩუქრების გარდა მოგვიტანეს ჩიჩილაკები და ჩურჩხელები და რაც მთავარია ყველაფერი ქართული!“- წერს აკა სინჯიკაშვილი.