კვლავ მელანია ტრამპის ორეული? პირველი ლედის უახლესი გამოჩენა სკანდალური დეტალით (ვიდეო)

ტრამპების ოჯახთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიები ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა. ამჯერად საქმე მელანიასა და დონალდის 31 დეკემბრის გამოჩენას ეხება, როცა წყვილი ფლორიდიდან თეთრ სახლში დაბრუნდა.

 

 

ირგვლივ შეკრებილმა ფოტო-ვიდეო რეპორტიორებმა დააფიქსირეს წყვილის უჩვეულო გამოჩენა, როგორც კადრებიდან ჩანს, ამჯერად მელანიას ორეულის თეორია ხალხს მისმა ჩაცმულობამ გაახსენა, რადგან პირველი ლედი დაბალქუსლიან ფეხსაცმელზე ასეთ მნიშვნელოვან დღეებში არჩევანს ნამდვილად არ აკეთებს:

 

“მიკვირს რომ ჯერაც არსებობს ხალხი, რომელსაც არ სჯერა, რომ დონალდი მელანიას ორეულს იყენებს,” -დაწერა ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.