“ხო იცი როგორც მიყვარხარ? მგონი ამის გაგებინება მოვასწარი შენთვის”

19 წლის ფეხბურთელის მიშო ახლოურის მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“მინდა რაღაც დავწერო, მინდა ყველას გავაგებინო როგორი კარგიც იყავი მაგრამ დამუნჯებული ვარ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, გაშტერებული ვუყურებ შენს ფოტოებს, ვიდეოებს, ვუსმენ შენს გამოგზავნილ ვოისებს და ვერ ვხვდები რა ხდება. ეხლა მეღიმება რომ მახსენდება როგორ მეუბნებოდი გამოდი და კარტოფილს შეგიწვავ ოღონდ თუ არ მოგწამლეო🥺 ყველაზე საშინელი და გაუსაძლისი დღე მაქვს დღეს. ხო იცი როგორც მიყვარხარ? მგონი ამის გაგებინება მოვასწარი შენთვის და შენ კიდევ ჩემთვის ჩემო ბიჭო❤️
სულ ჩემთან იქნები ხო?-ეს შეკითხვა ამასწინად შენ დამისვი და ეხლა მე მაქვს შენთან ეს კითხვა, სულ ჩემთან იქნები ხო?❤️🕊” – წერს მარი შავიძე.