“მოცეკვავე მილიონერი“ ქალიშვილის ზღაპრული საძინებლის ფოტოებს ავრცელებს (ფოტო)

ოქტომბრის  ბოლოს „მოცეკვავე მილიონერი“ – ჯანლუკა ვაკი და მისი რჩეული, 25 წლის შერონ ფონსეკა მშობლები გახდნენ. მათ ქალიშვილი, ბლუ იერუსალიმი შეეძინათ.

წყვილმა ჟურნალ Hello-ს ინტერვიუ მისცა და საზოგადოებას ახალშობილის ზღაპრულად მოწყობილი საძინებლის ხილვის საშუალებაც აქვს.

ახალშობილის ოთახი ვარდისფერშია გადაწყვეტილი, საწოლი კი საჰაერო ბუშტის დიზაინითაა შექმნილი.