“დედაჩემი როცა გარდაიცვალა, ფაქტობრივად, ცხოვრება გაჩერდა”

დედაჩემი როცა გარდაიცვალა, ფაქტობრივად, ცხოვრება გაჩერდა, ყველანაირი მოტივაცია დამეკარგა, – ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

ქედაში, სოფელ მახუნცეთში ვიზრდებოდი. სკოლა ოქროს მედალზე მაქვს დამთავრებული. მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც დედაჩემს სისხლის სიმსივნე დაუდგინდა, – ხოჩკინის ლიმფომა. ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა. ექიმთან კონსულტაციების საშუალებაც არ იყო. მაშინ გადავწყვიტე, დედაჩემის დასახმარებლად ექიმი გავმხდარიყავი. სამწუხაროდ, დედაჩემმა მხოლოდ ის ნახა, რომ სამედიცინოზე ჩავაბარე, პირველი კურსი წარმატებით დავხურე.

დედაჩემი როცა გარდაიცვალა, ფაქტობრივად, ცხოვრება გაჩერდა, ყველანაირი მოტივაცია დამეკარგა. ის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა აღარ მქონდა. ამის შემდეგ მქონდა დეპრესიის 4-5–წლიანი ეპიზოდი. ეს დღემდე გამომყვა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია…“, – ქიმი გიორგი ღოღობერიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.