სალომე ბაკურაძის ახალი ფერადი კლიპი სიმღერაზე ,,აღარ გიცდი”

სალომე ბაკურაძის ახალი ვიდეორგოლის პრემიერა ახლახან შორენა ბეგაშვილის გადაცემაში შედგა. სიმღერის ავტორი გელა გნოლიძეა. ,,აღარ გიცდის” წლების წინ ასრულებდა სოსო თოლორაია და მსმენელს ეს მელოდია კარგად ახსოვს. სალომემ მისი ახალი ვერსია შემოგვთავაზა. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია. ვიდეორგოლს 15-მდე მონაწილე ჰყავს. კლიპის პროდიუსინგი საკუთარ თავზე თაკო დოლაბერიძემ და ნოდიკო ტატიშვილმა აიღეს.

სალომეს იმედი აქვს, რომ კლიპი მაყურებელს მოეწონება, დადებით კომენტარებს არ დაიშურებს და ამ ნამუშევრით ადამიანების გახალისებას და განწყობის გაფერადებას შეძლებს