“ამას წინათ მოვისმინე, რომ საცოდავი მხატვრები მაკრიტიკებენ”

“ამას წინათ სამჯერ მოვისმინე, რომ საცოდავი მხატვრები მაკრიტიკებენ – თურმე უთქვამთ სხვებისგან იხატავსო და რაღაცები კიდევ! დიახ, დიახ ვიხატავ სურათებს, მაგრამ ღმერთისგან – ღმერთის ნამუშევრებისგან ვიხატავ ყველაფერს!”,- ამის შესახებ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი – მხატვარი დავით ბაძაღუა, იგივე დავით გუა სოციალურ ქსელში წერს.

“ამ წერილით არ მინდა უხერხულობა შევქმნა, მაგრამ ვერ ვითმენ სიხარულის გამო და ვაქვეყნებ წერილს, რომელიც ჩემს ნამუშევრებს მიაწერა უდიდესმა მხატვარმა – სიმონ- რომან კრიხელმა!

ვინც არ იცნობთ მხოლოდ დაგუგლეთ რომანი.

ამას წინათ სამჯერ მოვისმინე, რომ საცოდავი მხატვრები მაკრიტიკებენ – თურმე უთქვამთ სხვებისგან იხატავსო და რაღაცები კიდევ!

იცით – უკვე პატარა არ ვარ და ვიცი თავის მართვა. იმ საცოდავებს პასუხი, რომ გავცე მაგაზეც დროს ვერ დავკარგავ. უბრალოდ სიტუაციამ მოიტანა და შევეცადე ეს სათქმელი გაკვრით მეთქვა.

ვიცით, რომ სადაც წარმატება იწყება – იქვე კრიტიკისთვის მზადებაა საჭირო!

დღეს მეგობარს, კობა ჭითანავას ვუყვებოდი, რომ ზოგჯერ სახელოსნოში ვიძინებ – არადა საძინებელთან, მხოლოდ კიბის უჯრედები მაშორებს, ხანდახან ნამუშევარს ვეღარ ვსცილდები, რომელზეც ვმუშაობ. მაგის ცქერაში ჩამეძინება, მაგრამ არ იფიქროთ დილის 9 საათამდე.

სინამდვილეში სურათზე ფიქრებში 3 საათზე ან 4 ზე გამეღვიძება , შუქს ვანთებ, რომ ნაკლოვანება ან წარმატებული ხაზი ვიპოვო ნამუშევარში. მერე ისევ ჩამეძინება და მეღვიძება დილით 9 ზე ან 9.15 წუთზე იმ იმედით, რომ ნამუშევარს რამეს შევმატებ დასვენებულ სულზე. ასე გრძელდება დღეც, საღამოც და ღამეც, როცა მძინავს მაშინაც!

რა გასაკვირია, დიახ, დიახ ვიხატავ სურათებს, მაგრამ ღმერთისგან – ღმერთის ნამუშევრებისგან ვიხატავ ყველაფერს!

ახლა კი დავდებ აქვე რომანის წერილს!

ეს ნამუშევრები კი აქციისთვის არის, რომელიც თებერვალში სამი დღით გამოვაცხადე!

სულ დავათვალიერე და ყველა ნამუშევარი ვნახე, სიცოცხლით, სიახლით და მრავალმხრივობით სავსე შემოქმედებაა, ფერწერით გემოვნებით და დინამიზმით გამორჩეული, შენს ნამუშევრებში მზე არის დავით, და ეგ დიდი მიმზიდველი და მაგნიტური ძალაა. მეტს და მეტს წარმატებებს გისურვებ

მადლობა რომან ძმაო!”,- წერს დავით ბაძაღუა.