ალექს როდრიგესი ჯენიფერ ლოპეზს ღალატობს?!

სოციალურ ქსელებში ალექს როდრიგესთან დაკავშირებული სკანდალი გავრცელდა. როგორც ირკვევა, მასთან ურთიერთობის შესახებ სატელევიზიო ვარსკვლავის – მედისონ ლეკროის კომენტარმა საზოგადოების ეჭვები გამოიწვია. როგორც ლეკროიმ Page Six-თან ინტერვიუში აღნიშნა, ის ჯენიფერის საქმროს ტელეფონით ხშირად ელაპარაკებოდა, მაგრამ რეალურად მას არასდროს შეხვედრია.

 

ასევე, მან ხაზი გაუსვა რომ როდრიგესს ჯენიფერისთვის ფიზიკურად არასდროს უღალატია, საუბრებს კი იშვიათი ხასიათი ჰქონდა.

 

მედისონმა ისიც დააზუსტა რომ ეს ყველაფერი გასული წლის ამბებია და უბრალოდ ახლა მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.