მიშელ ობამა საბავშვო კულინარიულ შოუს წაიყვანს

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა ვიდეოსერვის Netflix-ზე საბავშვო კულინარიულ შოუს წაიყვანს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

შოუ Waffles+Mochi 16 მარტს გამოვა. ის 10 ეპიზოდისგან შედგება. ყოფილი პირველი ლედი შოუს აღმასრულებელი პროდიუსერია.

Waffles+Mochi-ში მიშელ ობამა სუპერმარკეტის მფლობელის როლს ასრულებს, თოჯინები ვაფლსი და მოტი კი სუპერმარკეტის თანამშრომლები და დამწყები მზარეულები არიან.