“გვაპატიეთ! ერისა და ბერის სახელით, შენდობას გიძღვნით ჩემო პატრიარქო!“

„გვაპატიეთ! ერისა და ბერის სახელით შენდობას გიძღვნით ჩემო პატრიარქო!“, – წერს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგვინდე ჩვენი უგუნურება, რამეთუ ვერ დაგიცავით. შეგვინდე ჩვენი გულგრილობა , რამეთუ გულისყური საჩვენო საქმეებს დავუთმეთ. შეგვინდე ჩვენი ეჭვიანი კითხვები, რამეთუ წუთისოფლის ამაოებას გავყევით. ცქირი შემოუშვით, იუდას 30 ვერცხლის ჟღარუნს ყური დავუგდეთ, ბილწი და გარყვნილი აზრები მოვისმინეთ. მაგრამ იცოდეთ პატრიარქო, ისე როგორც არასდროს თქვენი სამწყსო თქვენს გვერდითაა, ყველა თქვენი გულისტკივილი ჩვენთან დავანდა და გახლეჩილი გული, რომელიც ასე დავკუწეთ ერთად აღდგა ღვთის სიყვარულად თქვენი თანადგომისთვის. გვაპატიეთ“, – წერს ოქიტაშვილი.