“როგორ ვერ ხვდება მელია, რომ სააკაშვილი ანადგურებს და მის “პოლიტიკურ გვამს” კიბის ერთ ჩვეულებრივ საფეხურად იყენებს?!”

ბონდო მძინარაშვილის შეფასება “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებზე, ნიკა მელიას ფაქტორსა და მიხეილ სააკაშვილის მიზნებზე.

“უკვე ვიკითხე, – მელია გონებაჩლუნგია მეთქი? მგონი, მართლა გონებაჩლუნგია! აბა, როგორ ვერ ხვდება, რომ მანიაკი სააკაშვილისთვის მხოლოდ საშუალებაა საკუთარი ბინძური მიზნების მისაღწევად?!

აბა, როგორ ვერ ხვდება, რომ სააკაშვილი მელიას ანადგურებს და მის “პოლიტიკურ გვამს” კიბის ერთ ჩვეულებრივ საფეხურად იყენებს?!
ეს ხომ სინამდვილეში ძალიან ადვილად მისახვედრია?!

აი, მაგალითად, გაიძვერობაში გაწვრთნილი გრიგოლ ვაშაძე ჩანაფიქრს რომ მიუხვდა, სააკაშვილმა დაუნდობლად მოიშორა და მელიას ამბიციებიც დააკმაყოფილა, – პარტიის თავმჯდომარედ გაამწესა! თან, – როგორი ფარსით! ამ სპექტაკლში კიდევ ერთი მთავარი გმირი მონაწილეობდა – ლევან ვარშალომიძე, მაგრამ იმან იცოდა, რომ მელიას, როგორც დილეტანტს, ისე გამოიყენებდნენ.

ვარშალომიძემ მთლიანად სააკაშვილის თამაში ითამაშა, უშიშროების აკადემიადამთავრებული მელია კი ფრაერივით ააგდეს! ესეც ავარდა! ამბიციურობა “ეხმარება” და, როგორც ჩანს, ან ცუდად სწავლობდა, ანდა უკვე ყველაფერი დაავიწყდა.

სააკაშვილისთვის კი ასეთი “ეგზემპლარი” – თავკერძა ვითომ კაგებეშნიკი ძველბიჭური მანერებით – ძალიან საინტერესოა მანიპულაციებისთვის. ამიტომ, ვაშაძის “ჩამოწერის” შემდეგ, ახლა მელიას – სარეზერვო ვარიანტს – იყენებს კიბის კიდევ ერთ საფეხურად, მაგრამ იმას ვერ აცნობიერებს, უფრო სწორედ, მანიაკალური სურვილით შეპყრობილი ვერ იჯერებს, რომ ამ კიბეზე ვეღარ ავა, – დიდი ხანია, მყესები გადაჭრილი აქვს!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.