„მიშა წარსულია, აქ ვეღარასოდეს დაბრუნდება, როგორც მმართველი“

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს და „ოცნების“ პროპაგანდის მსხვერპლს უწოდებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისულფების ცვლილების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება.

ნინია კაკაბაძის თქმით, სააკაშვილი უკვე წარსულია და, როგორც მმართველი ვეღარასოდეს დაბრუნდება.

„მე არაფრით არ მინდა მიშა აქ კიდევ 10 წლით, რისი საშიშროებაც ჯერ კიდევ არსებობს. თუ ვინმე აპირებს ქოცების მოშორებას მიშას დახმარებით და აქ გაუფროსებით – ამას არასოდეს დავუჭერ მხარს. თუ ამის გამო ქოცი მეწოდება, ეგრე იყოს. სანამ მიშა ცდილობს აქ დაბრუნებას – ქოცების ერალაში გარანტირებული გვაქვს“, – წერს ნინია კაკაბაძის პოსტზე მისი ფეისბუქ-მეგობარი, რაზეც ჟურნალისტი პასუხობს:

„ნამეტანი ქოცების პროპაგადნის მსხვერპლი ხარ. ამაზე დგას ქოცების 9 წლიანი მმართველობა, საქმეს ვერ აკეთებენ და ხალხს აშინებენ “მე გამიშვებ მიშა მოვა”. მიშა აქ ვეღარასდროს დაბრუნდება, როგორც მმართველი. წარსულია მიშა“, – წერს ნინია კაკაბაძე.