ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს!

მსოფლიოს ახსოვს ქალებირომლებმაც მსოფლიო შეცვალეს. წარმოგიდგენთ იმ ქალბატონებს, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალეს და უამრავი ადამიანის შთაგონების წყაროც გახდნენ.

 

კოკო შანელი (1883-1971)

ფრანგი დიზაინერი, რომელმავ მოდის სამყაროში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის მეოცე საუკუნის ცენტრალურ ფიგურად და სტილის იდეალად ითვლებოდა. კოკო შანელი რევოლუციური იდეებით გამოირჩეოდა და კაცის ტანისსამოსს ხშირად ქალს არგებდა. აღსანიშნავია, რომ ეს ქალბატონი დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

მერლინ მონრო (1926-1962)

ამერიკული კინოს ლეგენდა და ქალის იდეალად მიჩნეული მსახიობი, რომლის ფილმები საკმაოდ დიდ წარმატებას აღწევდა. მერლინ მონრო ფოტოგენურობით, გლამურითა და დახვეწილობით გამორჩეული ქალბატონი იყო.

ოდრი ჰეპბერნი (1929-1993)

50-იანი და 60-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, ბრიტანელი მსახიობი ოდრი ჰეპბერნი გახლავთ. მან მოახერხა ქალის გლამურის და ღირსებების განსაზღვრა და სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ჰუმანიტარულ საქმიანობას დაუთმო. აღსანიშნავია ისიც, რომ ოდრი მეოცე საუკუნის ყველაზე ლამაზ ქალად დასახელდა.

პრინცესა დიანა (1961-1997)

ბრიტანელი პრინცესა, რომელმავ პრინც ჩარლზთან არსებული სირთულებიით სავსე ქორწინების მიუხედავად საზოგადოებაში სითბოთი და სიყვარულით აღსავსე პრინცესას სახელი დაიმკვიდრა. პრინცესა ქველმოქმედებით გამოირჩეოდა და ღარიბთა და მიუსაფართა დასახმარებლად არაფერს იშურებდა.

J.K როულინგი (1965-…)

ყველასათვის საყვარელი წიგნის “ჰარი პოტერის“ შემქმნელი ავტორი, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება მისი წიგნებით შეცვალა. კრიტიკოსები იმასაც კი აღნიშნავენ, რომ როულინგის წიგნებმა ბავშვებში კითხვის მოთხოვნილება გაზარდა. მისი პირველი წიგნი მარტოხელა დედებზე მოგვითხრობდა, რომლებიც გამუდმებით იბრძვიან და ბოლოს სწორედ ისინი ხდებიან საუკეთესო თვითნასწავლი ქალების მაგალითები.

მადონა (1958-…)

ამერიკელი პოპვარსკვლავი, მსახიობი და შემსრულებელია, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალ მომღერლად მიიჩნევა. მსოფლიოში მისი ალბომების 250 მილიონ ეგემპლარამდეა გაყიდული.

ანა ფრანკი (1929-1945)

„ყველაფრის მიუხედავად, მჯერა, რომ ადამიანებს კეთილი გული აქვთ“- წერს ანა ფრანკი. ის ჰოლანდიელი/ებრაელი მწერალია, რომლის დღიურები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად წიგნად იყიდება. 13 წლის გოგონას პირობაზე ანას აზრები გასაოცარი და გასაკვირია.

დედოფალი ელიზაბეტ II (1926-…)

დედოფალი ელიზაბეტი ყველაზე ხანგრძლივვადიანი მონარქია ბრიტანეთის ისტორიაში. ის ტახტზე 1952 წელს ავიდა. დედოფალი მოესწრო სწრაფ სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს და, ასევე, ბრიტანეთის ერთა გაერთიანებას.

ვალენტინა ტერეშკოვა (1937-…)

პირველი ქალი-კოსმონავტი და საბჭოთა კავშირის გმირი. მისი სახელი მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს.

ფრიდა კალო (1907-1954)

ფრიდა კალომ ხატვა დაიწყო მას შემდეგ, რაც იგი მძიმედ დაშავდა ავტობუსის ავარიის შედეგად. მოგვიანებით კალო გახდა პოლიტიკურად აქტიური და ასევე ნიჭიერი მხატვარი. მისი გარდაცვალების შემდეგ კალოს, როგორც მხატვრის, პოპულარობა გაიზარდა. მისი გამოსახულება და სტილი ძალიან ორიგინალური, დრამატული და მამაცი იყო. კალო იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც თავის ნამუშევრებში გამოხატა გრძნობების, ფუნქციების და შემოქმედობითობის ძალა. მართლაც, ფრიდას ჰქონდა თავისი ნახატების საშუალებით მსოფლიოს ემოციების გადაცემის უნარი. ის იყო საოცარი ქალი, უნიკალური მხატვარი და სიძლიერის მაგალითი.