“ეს მე დამემართა პირადად, და კიდევ, უამრავი ფაქტი გვქონია ექიმებს ჩვენს პრაქტიკაში…”

პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ვაქცინაციის შემდეგ განვითარებულ შედეგებს განმარტავს.

პედიატრის თქმით, ანაფილაქსიური რეაქცია ბევრ რამეზე შეიძლება განვითარდეს, რასაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ და ადამიანებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

“ჩემო მეგობრებო, ანაფილაქსიური რეაქცია, უვითარდება ადამიანს ორგანიზმში უცხო ანტიგენ-ალერგენის შეღწევისას. ანაფილაქსია შეიძლება განვითარდეს ალერგენის კანთან შეხებით (კონტაქტური) გადაყლაპვით, ინექციით, ჩასუნთქვის მეშვეობით, მწერის, ქვეწარმავლების ნაკბენით (ინსექტური), მზის სხივის ზემოქმედებით (სოლარული) და კიდევ უამრავი სხვა გზით…არ დამავიწყდება ჩემი პრაქტიკიდან რინგერის ხსნარზე განვითარებული ანაფილაქსია, ყელში შესასხურებელ სპრეიზე, რომელიც ლიდოკაინს შეიცავდა, პენიცილინზე, ვიტამინებზე, შენობის დანახვაზე (რომელთანაც ფსიქიკური ტრამვა იყო დაკავშირებული) განვთარებული კვინკეს შეშუპება – ეს მე დამემართა პირადად და კიდევ უამრავი ფაქტი გვქონია ექიმებს ჩვენს პრაქტიკაში…

ანაფილაქსიური შოკი არის ანაფილაქსიის ყველაზე დაუნდობელი ფორმა, რომელმაც შეიძლება რამდენიმე წუთში ან საათში გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი. ინდივიდუალური ანაფილაქსიური რეაქცია ყოველთვის იყო, არის და იქნება ამის წინასწარ განსაზღვრა, თუ ვინ რაზე განავითარებს ამ რეაქციას, უბრალოდ შეუძლებელია..
ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია პანდემიის დასაძლევად, სხვა შემთხვევაში კოვიდს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს (სოციალური, ფიზიკური, მატერიალური..) ვერ გავუმკლავდებით, ჩამოვიშლებით, გავნადგურდებით… ქვეყნის კიდევ ერთ გლობალურ ჩაკეტვას ვეღარ გავუძლებთ!!! ყველა ქვეყანაში იყო ასეთი შემთხვევები pfaizer-ზეც, მოდერნაზეც, ასტრაზენეკაზეც… უბრალოდ ჩვენი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ უფრო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩაგვეტარებინა ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ბევრად უფრო ადრე უნდა დაგვეწყო, ადამიანებს უნდა ცოდნოდათ, ბევრად ადრე, რომელი ვაქცინით მოუწევდათ აცრის ჩატარება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო…
ჩვენი მეგი ბაქრაძე კი აუცილებლად კარგად იქნება, ის მალე გამოჯანმრთელდება
P.S ანტივაქსერებს არავინ არ აძალებს აცრის გაკეთებას, გთხოვთ ნუ დამესხმებით თავს, აზრს მაინც ვერ შემაცვლევინებთ!”-წერს ინგა მამუჩიშვილი.