“აცრის შემდეგ, გამთენიისას სიცხე მქონდა, 38,5“

ექიმი ნუცა ზურაბიანი ვაქცინაციის შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

მისი თქმით, აცრის შემდეგ ტემპერატურა ჰქონდა, რომელიც სიცხის დამწევს დაექვემდებარა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

„გუშინდელი აცრის შემდეგ, გამთენიისას სიცხე მქონდა, 38,5. ტემპერატურა სიცხის დამწევს დაექვემდებარა და დამიწია.

მხოლოდ იმ მომენტში მქონდა კუნთების ტკივილი.

დღეს, გავიღვიძე დაღლილობის შეგრძნებით და სხვა ჩივილი არ მაქვს, არც ტემპერატურა, იმუნური პასუხი მაქვს და ძალიან მიხარია“,- წერს ექიმი.