„ვიბრძვით მისი სიცოცხლის გადასარჩენად“

პოეტი, მულტიმედია არტისტი ზურაბ რთველიაშვილი ​თრომბის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი ირაკლი კაკაბაძე წერს.

„ქართული პოეზიის სინდისი და ნამუსი ზურა რთველიაშვილი თრომბის დიაგნოზით ავერსის კლინიკაშია.

დიდი მადლობა თეა წულუკიანს გულისხმიერებისთვის. ვიბრძვით ზურას სიცოცხლის გადასარჩენად“,- წერს ირაკლი კაკაბაძე.