“ქმრები მყავდა, მაგრამ ჩემი მეორე ნახევარი არც ერთი ყოფილა…“

1,151

მომღერალი ეკა კვალიაშვილი, პირადი ცხოვრების შესახებ, ჟურნალ „თბილისელებთან“  საუბრობს.

ეკა კვალიაშვილი:

„ყველას აქვს უფლება, არჩევანი გააკეთოს. ესაა თავისუფალი ნება. თუ გირჩევნია, მამაკაცის გარეშე იყო ძლიერი – კი ბატონო. მე საკმაოდ ძლიერი ვარ, მაგრამ ფემინისტი – ნამდვილად არა. მე თავიდან ბოლომდე ქალი ვარ და ძალიანაც მსიამოვნებს ის მომენტი, როცა ჩემ გარშემო თაყვანისმცემელი მამაკაცები არიან და ისინი პატივს მცემენ. აუცილებელი არ არის, ჩაუგორდე ლოგინში ვიღაცას და მარტივ მამრავლებად დაიშალო. ამაზე არ ვლაპარაკობ, ადამიანურ ურთიერთობებზე მაქვს საუბარი…

მინდა, ჩემს ცხოვრებაში აუცილებლად მყავდეს მეორე ნახევარი, რომელიც არ მყოლია. მყავდა ქმრები, მაგრამ არც ერთი ჩემი მეორე ნახევარი არ ყოფილა. როცა ახალგაზრდა ხარ და ვინმე მოგეწონება, გგონია, ის ადამიანი იპოვე, მაგრამ ასაკთან ერთად, სიბრძნეც გემატება და კარგად გრძნობ, რა არის უბრალოდ მოწონება და რა შეიძლება გადაიზარდოს ჭეშმარიტ სიყვარულში. კარგად ხვდები იმასაც, არის თუ არა ადამიანი შენი მეორე ნახევარი…“