რეკორდსმენმა ქალმა ფრჩხილები 30 წლის შემდეგ პირველად დაიჭრა (ფოტოები)

რეკორდსმენმა ქალმა, ტეხასელმა აიანა უილიამსმა, 30 წლის შემდეგ პირველად, ფრჩხილები დაიჭრა, – წერს CNN-ი.

მან, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 579 სანტიმეტრის სიგრძის ფრჩხილების მქონე ადამიანმა, გინესის რეკორდი 2017 წელს დაამყარა. როგორც CNN-ი წერს, მაშინ ქალს ფრჩხილების შესაღებად 2 ბოთლზე მეტი ლაქი და 20 საათი სჭირდებოდა.

ფრჩხილების დაჭრის დროს კი, მათი სიგრძე უკვე 731 სანტიმეტრს აღწევდა. „ფრჩხილებით თუ მის გარეშე, მე მაინც დედოფალი ვიქნები“ – ამბობს რეკორდსმენი.

უილიამსამდე, ეს რეკორდი ლი რედმონდმა დაამყარა. მან ფრჩხილების გაზრდა 1979 წელს დაიწყო, თუმცა, მათთან დამშვიდობება 2009 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოუწია. მაშინ მისი ფრჩხილების სიგრძე 853 სანტიმეტრი იყო.

ასევე იხილეთ