„რაც შეეხება ბატონ რობიკოს, არ შეიძლება, ერთი ხელის მოსმით გადათელო ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა…“

1,031

თამრიკო ჭოხონელიძემ ინგა გრიგოლიასთან ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა ის ამ ამბების დროს – „ამ მდგომარეობაშია ეს გოგო და როგორ ელაპარაკებით, ხაზს უსვამთ და კიდევ უფრო თელავთ… რა, არ გჯერათ, რომ ასე იყო? დიახ, მახსოვს, 20 კილო რომ ჰქონდა დაკლებული, თავი ჰქონდა დაკარგული.. დღეს ნინუცა გაძლიერდა, მაშინ ეშინოდა, ემუქრებოდნენ და იმიტომ. როდესაც გამოიქცა, მერე გაუმყარდა ზურგი… პირდაპირ გეტყვით, აშინებდნენ და ამიტომ არ საუბრობდა, როცა გამყარდა, მაშინ თქვა…“

თამარ ჭოხონელიძემ რობერტ სტურუას შესახებაც ისაუბრა:

„რაც შეეხება ბატონ რობიკოს, არ შეიძლება, ერთი ხელის მოსმით გადათელო ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა. ეს ძალიან დიდი ფიგურაა სახელოვნებო სფეროში, მაგრამ ბესო ზანგურით დავინტერესდი… აქამდე არ ვიყავი მისით დაინტერესებული, არც როგორც მსახიობით, სხვათა შორის. მისი ინტერვიუ ვნახე, სადაც ამბობს, მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ ვჭირდებოდიო. მერე ბატონმა რობიკომ დამირეკა და მანაც მითხრა, მჭირდებიო და მამასთან არ წავედიო. ეს რაღაც ანომალია მგონია. მამაჩემი თვეები არ მელაპარაკებოდაო. მამას რომ უღალატებ, მამაზე ახლობელი შენთვის თუ არის თუნდაც რობიკო სტურუა და რატომ არის ასეთი ახლობელი, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, აქედან გამომდინარე მინდა ბატონი რობერტი გავამართლო, როგორც ჩანს, ისეთი ახლო ურთიერთობა აქვთ, რომ არ სჯერა ამ ამბის, რომ ბესო ზანგური წლების განმავლობაში მოძალადე იყო…“

შეგახსენებთ, „დილა მშვიდობისას საქართველოს“ წამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ახლახან, „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა იმ ოჯახური ძალადობის შესახებ, რომელიც 11 წლის წინ მისი და ბესო ზანგურის ოჯახში ხდებოდა…