Playboy-ს ყოფილ მოდელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბოცვერი მოჰპარეს

949

ინგლისში Playboy-ს ყოფილ მოდელს, ანეტ ედვარდს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბოცვერი – დარიუსი მოჰპარეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დარიუსი სავარაუდოდ ედვარდსის ბაღში მდებარე ვოლიერიდან გაიტაცეს. ცხოველი 22 კილოგრამს იწონის, მისი სიგრძე ცხვირიდან კუდის ბოლომდე კი 1,3 მეტრს შეადგენს.

ედვარდსმა პოლიციას უკვე მიმართა და განაცხადა, რომ მას, ვინც დარიუსს სახლში დააბრუნებს ათასი გირვანქა სტერლინგი ერგება, რადგან მფლობელებს ბოცვერი უკვე ძალიან მოენატრათ.