“გაერთო ნახევარი საქართველო ჭორაობით, ბავშვებს კი სანერვიულო დაუტოვეთ!”

1,596

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი, მსახიობების ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის ერთ-ერთ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც წყვილი, მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. გიორგობიანის თქმით, ეს ვიდეო მათი განშორებიდან 3 წლის შემდეგ არის გადაღებული.

„გაშორებიდან სამი წლის თავზე გადაღებული „ძალიან მსხვერპლი“ ნინუცა მაყაშვილი და „მონსტრი“ ბესო ზანგური !..

p.s. სირცხვილია რა, სირცხვილი! გაერთო ნახევარი საქართველო ჭორაობით, ბავშვებს კი სანერვიულო დაუტოვეთ! რისთვის, რისი გულისთვის უხეთქავთ იმ ჩიტის გულებს?!.

პოპულარობის მოსაპოვებლად სხვა თემები ეძებეთ! ბავშვებს კი აცალეთ მშობლების რომანტიზება და უკიდეგანო სიყვარული! ნუ სტკენთ მშობლების ლანძღვით!“ – წერს მანჩო გიორგობიანი.