„იმედია, რომელიმე სამშენებლო კომპანია ინამუსებს და მისი ქვეყნის ერთადერთ ჯაზის დივას ამ ელემენტარულ სურვილს მაინც აუსრულებს! სინდისის ამბავია მეგობრებო!! იკისრეთ!! ყველაფერი ფულით არ იზომება!”, – ამის შესახებ ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს და ჯაზმენი მაია ბარათაშვილისთვის ბათუმში ბინის შეძენაში დასახმარებლად სამშენებლო კომპანიებს მიმართავს.
„შემთხვევით მოვისმინე ბლიც ინტერვიუ მაია ბარათაშვილთან და რაღაც ოცნებების შეკითხვაზე: ვოცნებობ ბინაზე ბათუმშიო.
ღმერთო, სირცხვილი იმ სახელმწიფოს,სადაც მისი ერთადერთ, საერთაშორისო კლასის და დონის ჯაზ-მომღერალს, მისი სახელობის ვარსკვლავის მქონეს, როგორებსაც სხვა ქვეყანაში მინიმუმ 3-4 სახლი და 5 მანქანა ეყოლებოდა…..იმის საშუალებაც კი არ აქვს ბათუმში ბინა იყიდოს!!
სამარცხვინოა ამ ქვეყნის კულტურის მენეჯმენტი, არ არსებობს შოუ ბიზნესი, რატომ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო კლასის მუსიკოსს ასეთი მწირი ფინანსები? ანუ, ყველა გაიქცეს? მერე უძახეთ “ერის გამყიდველი” თუ მას მეზობელი ქვეყანა დაასაქმებს და მისი შრომით “как нибудь” ერთი ორი ბინის საყიდ ფულს იშოვის.
მაიას ადგილზე ერთი დღე არ გავჩერდებოდი მისი შემოქმედების ოქროს წლებში ამ უძრაობის წუმპეში! ოპერის მომღერალს, პიანისტს, მევიოლინეს, ბალეტის მოცეკვავეს და ა.შ კიდევ აქვს საშუალება აქ იცხოვროს, ამ ქვეყანაში არ იმუშაოს და აქედან, ევროპის აგენტებთან თანამშრომლობით,უცხოეთში იაროს გასტროლებზე, მაგრამ სხვა ჟანრის წარმომადგენლებმა რა ქნან?
ამ ესტრადის თუ ჯაზის ჟანრის მსოფლიო აგენტებთანაც კი არ აქვთ საქართველოსთან კავშირი.ჩაწოლილია და ფსკერზეა კულტურის სფერო, პანდემიამაც ბოლო მოუღო და იმედით შევყურებ რომ ახალი მინისტრი რაღაც ძვრებს მოახდენს.
ვაღიაროთ, რომ გვაქვს გენიალური სამშობლო, მაგრამ ეკონომიკურად ჩამოშლილი სახელმწიფო, რაც თავს იჩენს ყველა სფეროში, მათ შორის ყველაზე მწვავედ კულტურის და სპორტის სფეროში!
იმედია, რომელიმე სამშენებლო კომპანია ინამუსებს და მისი ქვეყნის ერთადერთ ჯაზის დივას ამ ელემენტარულ სურვილს მაინც აუსრულებს! სინდისის ამბავია მეგობრებო!! იკისრეთ!! ყველაფერი ფულით არ იზომება!
თქვენს აშენენებულში რომ ქვეყნის ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ…ეს თქვენთვის ბევრად უფრო დიდი პრესტიჟი და რეკლამაა, ვიდრე ვიღაც თურქი და არაბი მყიდველებით ჯიბეში ჩაკუჭული დოლარები!”, – წერს თამარ ივერი.