“ძალიან უხერხულად ვარ, მადლობაც ვერ ვუთხარი…”

506

მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში, წერს რომ უცნობმა ადამიანმა მას რესტორანში თანხა გადაუხადა.

„მე, ფანი და მაია რესტორანში ვჭამდით, ერთი ქალბატონი მოვიდა და მოგვესიყვარულა. ამერიკაში ვცხოვრობ და ძალიან მიყვარხართო… ჩვენც მოვესიყვარულეთ.. მარტო იჯდა შორს… მალე წავიდა და გადაუხდია ჩვენი, ძალიან უხერხულად ვარ, მადლობაც ვერ ვუთხარი…

ეხლა თუ კითხულობთ ამ პოსტს, ძალიან დიდი მადლობა“,- წერს სტეფანე მღებრიშვილი.