“როგორ ელოდებოდი შენს ნანატრ პატარას, როგორი ბედნიერი იყავი”

433

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა. 28 წლის ორსულის მდგომარეობა მძიმე იყო და ის კლინიკა ბომონდის კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

რო­გორც კლი­ნი­კის კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, მა­მია ყი­ფი­ან­მა განაცხადა, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­ნი­კა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე მძი­მე იყო. ექი­მის თქმით, ახალ­გაზ­რდა ქალს სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა და 19 ქუ­ლი­ა­ნი პნევ­მო­ნია აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

გარდაცვლილი ორსული, წალენჯიხიძის სო­ფელ ჯვა­რის მცხოვ­რე­ბი ხა­თუ­ნა გე­თი­აა, რო­მე­ლიც ზუგ­დიდ­ში მე­უღ­ლე­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და ეს მისთვის პირველი შვილი უნდა ყოფილიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.

„არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამ დროს, შოკში ვართ და კიდე არ გვჯერა, როგორ ელოდებოდი შენს ნანატრ პატარას, როგორი ბედნიერი იყავი. თუმცა არ გაცადა ამ ვერაგმა დაავადებამ #კორონამ, შენ ნანატრთან შეხვედრა. როგორ ელოდებოდი, რომ მალე ჩაიკრავდი გულში შენ ტკბილ ბაიას, ჩვენი შვილები ხომ საუკეთესო მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ. არცთუ ისე კარგად გიცნობდი, მაგრამ უზომოდ თბილი და კეთილი გოგო იყავი და ესე იქნება სულ. ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ხათუ“,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

„პი­რად­ში ვე­რა­ვის გწერთ, მე­გობ­რე­ბო. ვცდი­ლობ დავძლიო ეს სა­ში­ნე­ლე­ბა“- წერ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2 დღით ადრე, „ფე­ის­ბუ­კის” სა­კუ­თარ გვერ­დზე ხა­თუ­ნა გე­თია.