“რომ გაიგო ორსულად იყო, იოდი და რძე დალია, ბავშვი რომ მოშორებოდა”

722

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მომხმარებელი ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ დაკარგულ ბიძაშვილს ეძებს. ის წლების წინ ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარეს და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

„ვეძებ ბიძაშვილს, 1984 წლის 28 ნოემბერს დაბადებულ დიანა კუპრეიშვილს. მისმა მამამ და დედამ უარი თქვეს შვილზე მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი გონებაშეზღუდული დაიბადა, ეს კიდევ დედამისის უნამუსო საქციელის გამო. მსახიობი იყო ეგ ქალი, მის გემოზე უნდოდა ფარფაში ასე რომ ვთქვათ და რომ გაიგო ორსულად იყო, იოდი და რძე დალია რომ ბავშვი მოშორებოდა, მაგრამ ბავშვი არ მოსცილდა და ის გონებაშეზღუდული დაიბდა, თვალზეც პრობლემა ჰქონდა და რომ წამოიზარდა სიარულიც ძლივს ისწავლა. ძალიან უჭირდა. ბავშვი არავის უნდოდა ოჯახში გარდა, დედაჩემისა. მხოლოდ ის ზრუნავდა მასზე, ანუ მამიდა. 11 თვემდე რომ მივიდა ბავშვი დედ-მამამ ჩააბარა ქუთაისის ბავშვთა სახლში, ანუ 1985-ში. 2თვე ან ცოტა მეტი იყო მანდ დიანა, და ისევ დედაჩემის ხვეწნა-მუდარით გამოიყვანეს. ტიროდა დედაჩემი გამოიყვანეთ ოღონდ და მე მოვუვლიო, მართლაც გამოიყვანეს და 4 წლამდე ჰყავდათ სახლში. დედაჩემი გადაყოლილი იყო მასზე, მაგრამ ბავშვის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა და უკვე ბიძაჩემში ურჩხულმა გაიღვიძა. მე მესირცხვილება ავადმყოფი შვილიო, უნდა ჩავაბაროო, უკვე არც დედაჩემის ხვეწნამ გაჭრა. ბავშვი წაიყვანეს და დედაჩემს არც კი უთხრეს სად ჩააბარეს. იმ დღის შემდეგ დედაჩემს მისი ძმისშვილი პატარა დიანა არც კი უნახავს თვალადაც. წაიყვანეს და წაიყვანეს, გულიდან მოგლიჯეს საძაგლებმა. ყველას ესირცხვილებოდა: ბაბუას, ბებიას, დედ-მამას. ავადმყოფი ბავშვი როგორ გამოვაჩინოთ სამეგობროში, სტუმრებთან, უცნობებთან თუ ნაცნობებთანო, გაიმეტეს უბრალოდ გაიმეტეს. სად არ ეძება დედაჩემმა მაგრამ ამაოდ. წლების მერე კი ბიძაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა და შეეძინა გოგო, რომელიც 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლით სავსე გოგო, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებდა, ბიძაჩემის წარსულში ჩადენილი უდიდესი ცოდვისაგან მან აგო პასუხი. 1 წელიც არაა რაც გამოგვეცალა ანგელოზი ხელიდან, უამრავი პრობლემა აქ ჩვენს ოჯახს და ეს ყველაფერი დიანას ცოდვებია. მე არ ვიცი ის ცოცხალია თუ გარდაიცვალა, მაგრამ უდიდესი თხოვნა მაქვს თქვენთან, გემუდარებით იქნებ რამე კვალზე გამიყვანოთ”,- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.