“მერი არა ვარ? რად მინდა… გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა, ერთის გამოტოვებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო”

812

აჩი არ­ვე­ლა­ძე პარ­ტია “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” ლი­დერ­თან, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს და ამას­თან, პო­ლი­ტი­კა­ში მისი შე­საძ­ლო მოს­ვლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ეხ­მი­ა­ნე­ბა. არ­ვე­ლა­ძის თქმით, მას პო­ლი­ტი­კა არ აინ­ტე­რე­სებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ არ­ვე­ლა­ძემ “მა­ესტროს” ეთერ­ში “უც­ნო­ბის” გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას ისა­უბ­რა.

“არა­ნა­ი­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ ყო­ფი­ლა. იყო მარ­ტი­ვი რამ – გუ­რი­ა­ში შევ­ხვდით შემ­თხვე­ვით (გა­ხა­რი­ას), და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა­ტომ ვი­ყა­ვით ჩვენ გუ­რი­ა­ში. ოზურ­გეთ­ში შევ­ხვდით შემ­თხვე­ვით, არ ვიც­ნობ­დი სა­ერ­თოდ ბა­ტონ გი­ორ­გის – შო­რი­დან იმან იცო­და, მე ვინ ვი­ყა­ვი და მე ვი­ცო­დი – ვინ იყო. რომ გა­ვი­სა­უბ­რეთ, ვუ­თხა­რით, აქ ამი­ტომ ვართ-თქო, გვაქვს გუ­რი­ა­ში მოც­ვის პლან­ტა­ცია და ამა და ამ სა­კი­თხზე ვართ მე­რი­ა­ში მო­სუ­ლი-თქო, რა­ღა­ცას ვარ­კვევ­დით. (გვი­თხრა) ძა­ლი­ან მინ­და ნახ­ვაო.

ადა­მი­ა­ნი, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი-მი­ნის­ტრი, ჩემ­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი გე­უბ­ნე­ბა, რომ წა­მო­დი, მაჩ­ვე­ნე რას აკე­თებ. ვაჩ­ვე­ნე, და­ინ­ტე­რეს­და, შე­მე­კი­თხა, მერე მე შე­ვე­კი­თხე და ასე და­ი­წყო ეს ურ­თი­ერ­თო­ბა. შემ­დეგ ეს სუ­რა­თე­ბიც და­ი­დო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან, რო­გორც გვჩ­ვე­ვია… ასე პირ­და­პირ გა­მა­ქა­ნეს ქა­ლა­ქის მე­რად.


მერი არა ვარ? რად მინ­და, სა­დაც მინ­და მივ­დი­ვარ, სა­დაც მინ­და მოვ­დი­ვარ, როცა მინ­და ვდგე­ბი, როცა მინ­და ვწვე­ბი. რა­საც მინ­და, ვჭამ, რა­საც მინ­და, ვსვამ. ჩემი მე­რო­ბა არის, რომ გუ­რი­ი­დან თბი­ლი­სამ­დე რამ­დე­ნი სო­ფე­ლი­ცაა, ერ­თის გა­მო­ტო­ვე­ბით, და­ვა­კა­კუ­ნებ და გა­მი­ღე­ბენ კარს და მე­ტყვი­ან, შე­მო­დიო. არც მა­ნამ­დე მდო­მე­ბია, არც ახლა არ მინ­და პო­ლი­ტი­კა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ გინ­დო­დეს ამის შემ­ხედ­ვა­რე, რაც ჩვენ გარ­შე­მო ხდე­ბა?! რო­გორც ესე­ნი ლან­ძღა­ვენ ერ­თმა­ნეთს, რო­გო­რი ზი­ზღით, რა­ტომ უნდა მინ­დო­დეს?!” – ამ­ბობს არ­ვე­ლა­ძე
.