“ასე უპატრონოდ ჩაკვდა კოვიდის განყოფილებაში, ასე უპატრონოდ დაიმარხა”

2,696

ისრაელში მცხოვრები ექიმი, ანა კოლი (შიმშილაშვილი) სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და რთულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს.

„ვისაც ნარკომანი შვილის გამო სახლ-კარი არ გაუყიდია!

ვისთვისაც ნარკომან ქმარს სამკაულები არ მოუპარავს!

ვინც ნარკომან ქმართან საწოლში არ წოლილა!

ვისაც ნარკოტიკების ზედმეტი დოზით კომაში მყოფ ქმრისთვის, შვილისთვის ღამეები არ უთენებია!

ვინც ნარკომანი შვილის დარდს არ გადაჰყოლია!

ვისაც ამ მიცვალებულის საფლავზე ვენებში გაჩხერილი და გათიშული ჭირისუფალი არ უნახავს!

ვისაც ნარკომანი ქმარი თუ შვილი ქუჩა-ქუჩა არ უძებნია წყვდიადში!

ვისაც ნარკომანი შვილი, ქმარი, ცოლი არ გაუსვენებია!

კი , ვისაც და ვისაც და ვისაც… ის ვერასდროს ვერ გაიგებს რა არის ნარკომანი და რა არის სიმწარე!!!

მე ყველაფერი და მეტიც რაც ზემოთ ჩამოვწერე – გამომიცდია!!!

აბსურდია და მსოფლიოში ასეთი ძლიერი ანტი ნარკოტიკული პროპაგანდაც არ მინახავს, როგორც ანტი ვაქცინაზე ხდება!

არა და …

ვისაც კოვიდ ავადმყოფი არ ჰყოლია ოჯახში, ვინც კოვიდისგან თავად არ დამხრჩვალა!

ვისაც კოვიდის გამო უჰაერობით თვალები არ გადმოუყრია და გამწარებულს არ უბღავლია: მიშველეეეთ!

ვისაც კოვიდ განყოფილებაში მარტოობაში არ ამოხდენია სული!

ვისაც კოვიდ განყოფილებაში დედა, მამა, შვილი, საყვარელი ადამიანი მარტოობაში არ მოკვდომია!

ვისაც …

ვისაც არ უნახავს რა არის კოვიდი, ის ვერასდრის გაიგებს ალბათ…

მე ახლობელი დავმარხე ასე ერთი წლის წინ, ასე უპატრონოდ ჩაკვდა კოვიდის განყოფილებაში, ასე უპატრონოდ დაიმარხა და ასე…

მსოფლიოში 11, 3 მილიონი ადამიანი

წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს, რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი.ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში (2016 წლის მონაცემებით) 180 ათასი ნარკომანია, (ოფიციალური, თორემ არაოფიციალურებს ვინ სთვლის, ოფიციალური ისინი არიან ვინც აღრიცხვაზეა) მაშინ, როცა 2003 წელს 150.000იყო. საქართველო 1000 მოსახლეზე ჰეროინის მოხმარებით მსოფლიოში 1 ადგილზეა (17 მომხმარებელი 1000-ზე).მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, წამალდამოკიდებულ საზოგადოებას არ აქვს საშუალება

„მაღალი ხარისხის“ ნარკოტიკი მოიხმაროს. ანალოგიური პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია. ამის გამო, ნარკოტიკის მომხმარებლები მიმართავენ ისეთ ხერხებს, როგორებიცაა, ტოქსიკომანია, ანუ ლტოლვა, არა მარტო ზოგიერთი ნივთიერების შესუნთქვით გამოწვეულ ეიფორიისაკენ, არამედ ფსიქოტროპულ, დამამშვიდებელ და საძილე ნივთიერებების მიმართაც. დადგენილია, რომ მოზარდთა 7-10 %-ს ერთხელ მაინც აქვს შესუნთქული ესა თუ ის ინჰალანტი.ყოველივე ამასთან ერთად

იზრდება ისეთი დაავადებების საშიშეოება, როგორიცაა შიდსი და სხვა…

ადრე ნარკომომხმარებლები უმეტესწილად მამაკაცები იყვნენ, თუმცა, დღეს კიდევ ერთ საშიში ტენდენცია იკვეთება, გაიზარდა ქალი ნაკომანების რიცხვი, ფსიქოლოგი სოფიო ვერულაშვილის თქმით ქალი ნარკომანი უფრო საშიშია, უფრო ადვილად ხდება წამალზე დამოკიდებული, თავისგანებება კი გაცილებით რთულია მათთვის:”ორგამიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, მათ დოზის გადაჭარბების გაცილებით მაღალი რისკი აქვთ, „ლომკის” გადატანა კი უმრავლესობას არ შეუძლია.”

ხო და , თქვე დალოცვილებო, მე არავის არც ვაქცინაციისკენ და არც ანტივაქსერობისკენ არ მოგიწოდებთ, ყველას ჩვენი მოკლე თუ გრძელი ჭკუა გვაქვს, მაგრამ ეს პარადოქსი ამიხსენით, არც ისე შტერი ვარ ვერ გავიგო, ამ საოცარი ჭირის, ასე რომ გვაქვს მოდებული საქართველოში, აი, ამ ჭირის წინააღმდეგ რად არ ხართ ასე შეკრულები და ხმაამოღებულები!

არავინ მინახავს ლოზუნგებით:

არა ნარკომანიას!

ხო და როცა ასეთ სერიოზულ პრობლემას ვერ ხედავთ, რომელიც ერის გადაშენებისკენაა მართლაც მიმართული და ჩვენი ფსიქიკა გადართულია კი ვაქცინას და არა ვაქცინას, ახალგაზრდა თაობა გვეცლება ხელიდან და აწი გინდ დავვაქცინდეთ და გინდ არა…

პ.ს . არა ოკუპაციისთვისაც არავინ დარაზმულა ჯერ ასე!

ააა, გირჩელების შარვლის ჩახდას თუ არ ჩავთვლით საოკუპაციო ზოლზე თუ ხაზზე”, – წერს ანა კოლ-შიმშილაშვილი.