“მე ვარ მეძუძური დედა, ამავდროულად, ვარ ფეხმძიმედ და დღეს ავიცერი”

310

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი თამთა დოლიძე, რომელიც არის მეძუძური დედა და, ამავდროულად, ფეხმძიმედაა, Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან facebook-ისსაკუთარ გვერდზე დაწერა.

“მე ვარ მეძუძური დედა. ამავდროულად, მე ვარ ფეხმძიმედ და დღეს ავიცერი.

პანდემიის დაწყებიდან ყველაზე შვებით მგონი დღეს ამოვისუნთქე. რადგან ამიერიდან ჩემი ოჯახის ცხოვრება ნაკლები რისკის შემცველი იქნება.

უკლებლივ ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!,”-წერს ჟურნალისტი