“ცნობიერებას ვკარგავდი და ეგრევე ფანჯარასთან მივდიოდი გადასახტომად”

365

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში დაფიქსირებულ მიწისძვრებზე პოსტს აქვეყნებს. ის ბავშვობის იმ პერიოდს იხსენებს, როცა მიწისძვრის ყველაზე მეტად ეშინოდა.

„ყველაზე მეტად მიწისძვრის მეშინოდა. იმ დონეზეც კი, რომ როცა იწყებოდა ცნობიერებას ვკარგავდი და ეგრევე ფანჯარასთან მივდიოდი გადასახტომად, რომ კორპუსს არ ჩავეტანე. ეს ყველამ იცოდა და ჩემკენ მორბოდნენ რომ ფანჯარასთან არ მივეშვი. თან ყველაზე მინიმალურ ბალსაც ვგრძნობდი მერე სახლში დღეები აღარ შევდიოდი გამეორების შიშით. ხო და, ახლა კოვიდმა ისე დამსტრესა ვერცერთი ვეღარ ვიგრძენი. არა, ზოგადად უგრძნობი გავხდი ეს ბოლო ორი წელია, მაგრამ მთლად ასე ხუთ ბალზე თუ გავქაჩავდი არ მეგონა ))”, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.