რამდენიმე კვირის წინ ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე დიდი ხანია ორსულობის ამბავს მალავს:
„მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულითადი საიდუმლო უთქმელად ატარა, მათაც, ვინც უთქმელად ვერ ატარა, მათაც ვინც დაიჯერა ან არ დაიჯერა, მინდოდა, მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე… მადლობა ჩემს სიყვარულს ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის, დაფასებისა და მოფრთხილებისათვის…”, – წერდა ალექსანდრა.
სასიამოვნო სიახლის გაზიარების შემდეგ, ალექსანდრა პაიჭაძე ხშირად აქვეყნებს ახალ ფოტოებს.
„ნეტავ მოგვეცეს, იმის გაკეთების სიმამაცე და გამბედაობა, რაც გულს ძალიან სურს!!! სინამდვილეში, ჩვენი გული სწორედ იქ არის, სადაც გონება ითხოვს ყოფნას. არ მახსოვს ვისი სიტყვებია, ალბათ რომელიმე პოპვარსკვლავის, თანამედროვე მწერლის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, დაგვიწერა და დაგვაფიქრა… გულის „ელექტრომაგნიტური ველი” უფრო ძლიერია, ვიდრე გონების…. ასე, რომ მიენდეთ გულის თქმას…“, – წერს ალექსანდრა პაიჭაძე.