თიკო ჩხეიძე საკუთარ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ საუბრობს. ბევრმა არ იცის, რომ მოდელს წლების წინ ძმა ტრაგიკულად, ავარიაში დაეღუპა.
„ჩემი ქორწილი იყო და მეოთხე დღეს მეგობრები აგარაკზე წავიდნენ, 2 მანქანით. მეორე მანქანაში ერთი გოგო დაუშავდათ და დაურეკეს, დაგვეხმარეთო, რომ მიბრუნდნენ ამ გოგოს გადასარჩენად და საავადმყოფოში მიჰყავდათ, გზაში კლდეს შეასკდა და დაიღუპა.
იმ დროს ჯვარი არ ეკეთა, მერე ვნახე, რომ სახლში ჰქონდა დატოვებული. ტატასაც რომ დენმა დაარტყა, იმ დღეს ჯვარი არ ეკეთა. ამის შემდეგ სულ ვაკვირდები, ჯვარი ხომ უკეთიათ ბავშვებს“… – ამბობს ჩხეიძე.
შეგახსენებთ, წლების წინ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მისი მეუღლის, მოდელ თიკო ჩხეიძეს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მათ 9 წლის გოგონას, ტატიანა (ტატა) რევიშვილს დენმა დაარტყა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.