“52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი… მანამდაც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. სიკვტილი ჯობია ჩემთვის…”

339

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში 83 წლის ვიოლეტას ტრაგიკულ ისტორიაზე წერს. მას 52 წლის შვილი გარდაეცვალა, რის შემდეგაც მისი ცხოვრება შეიცვალა. მისი თქმით, ახლა ის სიკვდილს ნატრობს.

„ჩემი შვილი ჯარში იყო. აფხაზეთის ომში. იქიდან კარგად ვერ ჩამევიდა.მაგის მერე სულ ავათ, ავათ, ავათ და ორიათას ჩვიდმეტში გარდიცვალა.

მანამდაც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. 52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი. სიცოცხლე არაფელი არაა. არაფელი. ტანჯი.

სიკვტილი ჯობია ჩემთვის. ნაღდად ჯობია. ახლა რომ ცოცხალი არ ვიყო, ნაღდად ჯობია. სიკვტილის მერე რა არის არ ვიცი. არ ვიცი, შევხთები იქით შვილს? ქეც მჯერავს და არც მჯერავს.

დავფიქრდები ხანდისხან მაგაზე. სიზმრით არა, არ მესიზმრება. არ მესიზმრება არაფლით და ძალიან გულს მაკლია მაგაზე. რეიზა არ მესიზმრება. არ ვიცი“, – ამბობს 83 წლის ვიოლეტა.