“კოვიდ-ორსული გადავიდა რეანიმაციაში, დიდი ალბათობით ვერ გადარჩება… რა ვუთხრა ახლობლებს, რომ კარგია იმუნიტეტს გამოიმუშავებსთქო?”
ექიმმა ელენე ხურციძემ ძალიან მძიმე პოსტი გამოაქვეყნა ორსულ ქალზე და თავისი კოლეგების განცხადებებს შეეხო, რომლებიც ამბობენ, რომ კოვიდგატანილებს იმაზე მეტი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე აცრილებს.
,,6 თვის კოვიდ-ორსული, 60% ფილტვის დაზიანებით გადავიდა რეანიმაციაში. მეგობრები მთხოვენ დახმარებას და რა ვუთხრა? კარგია, რომ დაემართა, იმუნიტეტს გამოიმუშავებსო? დიდი ალბათობით, რომ ვერ გადარჩება?!.. სასწაული თუ ჩაიდინა ჩემმა კოლეგებმა, შეზღუდული უნარებით რომ იცხოვრებს დედა-შვილი. რა ვქნა, როგორ ავუხსნა, კარგია რომ დაემართა, იბრძოლოს და თუ გადარჩებიან, დაბალი ცხოვრების ხარისხი ექნებათ, მაინც კარგია, მთავარია, მყარი ანტისხეულები გამომუშავდება-თქო?”, – დაწერა ელენე ხურციძემ.