მეგონა ვიცოდი, რას ნიშნავდა ტანჯვა იქამდე, სანამ ნიკოს დედას თვალებში არ ჩავხედე… რას წერს ნიკო კვარაცხელიას მეგობარი, რომელსაც მკვლელობის დღეს უნდა შეხვედროდა

373

ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე აქვეყნებს წერილს, რომელიც ახლახან გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდას, ნიკო კვარაცხელიას მისმა მეგობარმა მისწერა. როგორც ცნობილია, ნიკო სწორედ მასთან შესახვედრად მიდიოდა.

„თუ გადავრჩები არ მგონია. ნიკოს მეგობრის გიორგი ჩახნაშვილის Giorgi Chaxnashvili წერილი ნიკოს! სწორედ მასთან მიდიოდა ნიკო შესახვედრად.

მოკლე ჩანახატის სახით, მინდა მოგითხროთ ამბავი, რომელიც ასახავს რამდენიმე ცხოვრებისეულ და მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც ჩემს დიდ მეგობართან, ნიკოსთან გავიზიარე. აღნიშნულს, მიზანმიმართულად ინგლისურად გადმოვცემ, ჩემი და ნიკოს ჩვევა სხვადასხვა საკითხის ინგლისურ ენაზე განხილვა იყო,
ჩვეულ გარემოებებშიც კი. სამწუხაროდ, მე შევესწარი და დავინახე ის ტკივილი რომელსაც ნიკოს ოჯახი, ნათესავები, ახლო მეგობრები განიცდიდნენ და შემიძლია მხოლოდ წარმოვიდგინო, რამდენად საშინელია მათთვის ეს მდგომარეობა. რაც შემეხება მე, იმ დღეს, 25 წუთში, ნიკოსთან შეხვედრას ვაპირებდი, ჩვენი ახალი პროექტის კონცეფციის დასასრულებლად, შემდეგ კი მოხდა ის, რამაც სრულად გამანადგურა. ამის გადმოცემა ჩემთვის ძალიან რთულია, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ვარ, რაც ხელს მიშლის მეტად გრძელი, გრამატიკულად გამართული და სტრუქტურირებული ესეის დაწერაში, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეს ნაწერს, არ დაემსგავსება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი საშუალება, იმ მცირედისგან, რაც შემიძლია რომ ამ მდგომარეობაში გავაკეთო და მივაგო ჩემს მეგობარს პატივი. მე მტკიცედ მჯერა, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ამ ქვეყანამ და სამყარომ დაკარგა უდიდესი ადამიანი ამ კვირაში – ჰუმანურობის ჰასახიერება, მომავლის ბიჭი და გმირი.

დაახლოებით 2 თვის წინ, სრულიად შემთხვევით, შევხვდი ნიკოს პირველად. მაშინ ხელოვნური ინტელექტის ახალ პროექტზე ვმუშაობდი და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა (ზურა, ვისთანაც ვმუშაობდი), გადაწყვიტა რომ კარგი იქნებოდა ნიკო და მე რომ შევხვედროდით და გვესაუბრა. მალევე დავმეგობრდით, გავხდით თანამშრომლები და გავიაზრეთ თუ რამდენი რამ გვქონდა საერთო. ორივემ დავამთავრეთ ევროპული სკოლა და შემდეგ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ორივეს გვიყვარდა ახალი ადამიანების გაცნობა, მანქანის ტარება, მოგზაურობა და ზოგადად, ცხოვრებით ტკბობა და სიამოვნების მიღება.

მატერიალისტები მოტივაცია არასდროს ყოფილა ჩვენთვის პრიორიტეტი: ჩვენ ორივეს საკმარისზე მეტი გვქონდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში და წარმატების აღქმა, რა თქმა უნდა სცდებოდა ამას და ზოგადად კონკრეტულ სამყაროს. ორივეს დიდი გამოცდილება გვქონდა სხვადასხვა პროდუქტის განვითარებაში, ტექინდუსტრიაში, გარდა ამისა არსებობს ბევრი ფილოსოფიური პერსპექტივები, რომლებსაც ვიზიარებდით, ერთ-ერთი მათგანი კი ჩვენი ხედვა იყო მარტივი, დეცენტრალიზირებული და სამართლიანი სამყაროს. მე და ნიკომ გავაერთიანეთ ჩვენი უნარ-ჩვევები იმისათვის რომ განგვევითარებინა ბლოკჩეინის სრულად ინოვაციური იდეა და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენეთ. ჩვენც, ისევე როგორც ბევრი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანის ჩვენს გარშემო, სჯეროდა ამ იდეის პოტენციალის. იმ დღეს, იმ საათზე, ჩვენ შეხვედრას ვგეგმავდით, რათა დაგვესრულებინა პირველი დემო ვერსია ჩვენი ინოვაციური პროექტის, ეს იქამდე, სანამ საშინელი ტრაგედია მოხდებოდა.

მზის სინათლის სხივები, ბეტონის ბლოკზე ხტუნავდა და უზარმაზარი შუშის მინაზე გაიფანტა. თითქოს უკვე არსებული დისკუსია, რომელშიც ორი ადამიანი მონაწილეობდა, კიდევ უფრო გამძაფრდა და გაანათა მოჩვენებითმა გარე ძალამ. ჩემი ოპტიკური ხედვა იყო… ნუ, ადეკვატური მიუხედავად იმისა, რომ მზის სხივები დაუნდობლად ეჯახებოდნენ ჩემს ბადურის ქერქს; ჩემი სმენა იყო სუფთა, მიუხედავად რესტორანში ბავშვის უმოწყალო ყვირილისა, რაც საერთოდ არ დამეხმარა რომ სწორად არ მებეჭდა სიტუაცია. ყველაფერი, რასაც ის ბავშვი ამბობდა, ზედაპირზე, უაზრო ჩანდა, თუმცა არსი, მარტივი, ლოგიკური და ინოვაციური იყო. მიუხედავად ჩემი ასევე უაზრო და აბდაუბდა კითხვებისა, ნიკოს ჰქონდა ლოგიკური ახსნა ყველა მისი არგუმენტის და მეტიც, მას ჰქონდა ინოვაციური, ზოგადი პერსპექტივა, რომლის პარალელიც არც ერთ ადამიანს არ ჰქონდა, ჩემი გამოცდილებით.

ჩემი ცხოვრების მანძილზე მონაწილეობა მივიღე ძალიან ბევრ პროექტში, დაწყებული ჰიპოთეთიკური კვანტუმ სისტემებით (რომელიც მოიცავდა სიმეტრიულ პერმუტაციებსა და ჩახლართვის ფენომენს პროფესოს გიორგი დვალთან) დამთავრებული სპეციალურად შექამნილი გრაფიკული ნერვული ქსელების არქიტექტურით, ნახევრადსტრუქტურირებული ინფორმაციის მოპოვებისთვის, ამაზონის გუნდთან ერთად. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავი სულელი მეგონა: ნიკოს ჰქონდა უფრო მეტი ვიდრე კომპლექსური ცოდნა, მას ჰქონდა უნარი გარდაექმნა ეს სირთულე მარტივად აღსაქმელ იდეად. მე შევხვედრივარ ბევრ ძალიან ინტელიგენტ ადამიანს, მაგრამ არც ერთი მათგანს არ ჰქონდა იმის უნარი რომ გაეერთიანებინა აღნიშნული სამი თვისება – ის რაც მაძლევს გამბედაობას რომ აღვნიშნო, ნიკოს ნიჭი მახსენებს რიჩართ ფეინმანს. ჩვენ ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს (ბოდიში COVID-19) და როცა გამოვდიოდით რესტორნიდან, ჯერ კიდევ დამუნჯებული მოსმენილთ, მივხვდი, რომ რაღაც დიდი უნდა მომხდარიყო ამ სამყაროში.

მანქანის ძრავის, მუხრუჭებისა და სიგნალის ხმაური იყო, ხალხი გარბოდა ქალაქის ცენტრიდან. აგვისტოს ბოლოს, ზაფხულის ცა ამაყად იყო შემოსილი განუმეორებელი, გასაოცარი ფერებით, პლანეტების ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი ფერების დახმარებით. ლუციფერისნაირად დილის ვარსკვლავს ჰგავდა, დაცემამდე. ზუსტად 2 თვე იყო გასული ივლისის ნაბუინობის, ან ჩვენი პირველი შეხვედრიდან. UNICRI-ში ხელოვნური ინტერექტისა და რობოტიქსის ცენტრის დირექტორი, ირაკლი ბერიძე თბილისი 1 კვირით იმყოფებოდა: სწორედ მომდევნო დღეს მიდიოდა ჰააგაში. ირაკლი რამდენიმე წილის წინ გავიცანი მადრიდში და უნდა ვაღიარო რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ინტელიგენტი და მცოდნე ადამიანია, მათ შორის ვისაც ვიცნობ. ირაკლის კარიერა მოიცავს ისეთ ხალხთან შეხვედრას და საუბრას როგორებიც არიან ილობ მუსკი, ვიტალიკ ბუტერინი და სტიუარდ რუსელი. ის ცნობილია როგორც ადამიანი, რომელიც იყებებს მის პოზიციას რომ საკუთარ ყვეყანაში დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველებს. ირაკლი ძალიან დამეხმარა პიროვნულად და იმის გათვალისწინებით რომ იგი თბილისში იყო (რაც იშვიათი მოვლენაა) ჩავთვალე რომ მნიშვნელოვანი, მეტიც აუცილებელი იყო რომ ნიკო და ირაკლი შეხვედროდნენ ერთმანეთს, თანაც ჩემგან განსხვავებით, მათ ორივეს უფრო მეტი ცოდნა აქვთ იმ სფეროში, სადაც ჩვენ მოღვაწეობთ. ჩავთვალე რომ შეხვედრის ადგილი იქნებოდა ჩემი მეორე სახლი წყნეთში, ქალაქის სივცისგან მოშორებით. ნიკო და მე შევთანხმდით რომ შეხვხვდებოდით ბენზინგასამართ სადგურთან დილით და მისი მანქანით გაომმყვებოდა უკან, წყნეთში, სახლისკენ. ირაკლი უკვე იქ იმყოფებოდა.

მანქანაში საწვავი ჩავასხი და ბენზინგასამართ სადგურთან დავაპარკინგე. დაახლოებით 20 წუთი ველოდე, რაც კონდიციონერი რომ არ ჩამერთო, ტბაში ცურვას დაემსგავსებოდა. იმისათვის რომ დავრწმუნებულიყავი რომ ნიკო სწორ ადგილას მოვიდოდა, WhatsApp-ში ლოკაციის ფოტო გავუგზავნე და ველოდებოდი წერილის ქვემოთ, მარჯვენა მხარეს, ორი მცირე ინიციალის გალურჯებას (რაც მიმნიშნებდა რომ წაიკითხა მესიჯი). მიუხედავად იმისა, რომ სრულ კომფორტში ვიყავი, მანქანაში, სიგრილეში, უცნაური სენსაცია დამეუფლა მომენტალურად, რადგან ნიკომ ჯერ არ მიპასუხა. იქნებ საჭესთან იყო? იქნებ ტელეფონი დაუჯდა..არა? ამაზე უარესი ვერაფერი მოხდებოდა. აღმოჩნდა რომ არ ვცდებოდი, მალევე გამოვფხიზლდი ტრანსიდან და დავინახე ლურჯი ფერით ანთებული ნიშანი, წერილის ბოლოს და ზუსტად 2 წუთის შემდეგ, მისი სულ ახალი Range Rover-ით მოუახლოვდა მანქანას, ხელი ამიწია და გამიღიმა. ახალი მერსედესი SUV ახალი Range Rover-ის გვერდით. ჩვენ მივყვებით ქართულ ტრადიციას მანქანების დემონსტრირებას და თითოეული ფუნქციის გამოკვლევას/გატესტვას. ამ რიტუალის შემდეგ, მალევე დავადეგით წყნეთის გზატკეცილს. ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი გზა იყო, სიცხისა და ხმაურისგან მოშორებული. ჩემ სახლთან ჩასასვლელ ვიწრო ქუჩას, დიდმა ტრაქტორმა შეუქმნა დაბრკოლება, რომელიც ჩემი მეზობლის, თემურ ჭყონიას ტერიტორიაზე დიდ შეფუთვას ტოვებდა. ვიფიქრე რომ უპატივცემულობა იყო ეს ნიკოს წინაშე, ადამიანის რომელსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, ძალიან მოკლედ დროში. შესაბამისად სწრაფად დავაყენე მანქანა ჩასახვევთან და ვთხოვე იქ მომუშავე ადამიანებს რომ გზა გაეთავისუფლებინათ. შემდეგ ნიკოს მანქანასთან მივედი, მოვუბოდიშე ამ უხერხულობისთვის, რის გამოც ახლა მოგვიწევდა რამდენიმე წუთით ლოდინი. თუმცა სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, ნიკომ მითხრა ტომ სანერვიულო არაფერია და შეგვეძლო დავლოდებოდით იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნებოდა. მე მივედი მასთან რომ დამერწმუნებინა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, სინამდვილეში კი გამოვიდა რომ თვითონ დამამშვიდა. შემდეგ რამდენიმე ხუმრობა გავცვალეთ ერთმანეთში (ყველაზე სასაცილო მოცეკვავე ძროხაზეა, რომლის ახსნისთვისაც ცალკე სტატია ან თუნდაც წიგნი არის საჭირო). ამასობაში გზაც გაწმინდეს და სამშენებლო ტრაქტორმაც დატოვა ტერიტორია.
მოულოდნელმა ქარმა ჩემს ეზოში არსებული მცენარეები გაამოძრავა. ამბობენ, ყოველ ჯერზე როცა ძლიერი ქარი მისცემს მცენარეს ბიძგსა, მცენარე გამოყოფს ჰორმონს რომელიც სტიმულირებას აძლევს უფრო ძლიერი ღეროს ფორმირებას. ჩვენ სამს იმ მომენტში ამაზე სულ არ გვეფიქრებოდა, სხვა თუ არაფერი, განვიხილავდდით გლობალური დონის ისეებს, კონცეფციებს, რასაც მსოფლიოს შეცვლა შეეძლო. ერთ მომენტში, ირაკლიმ და ნიკომ დაიწყეს დისკუსია NFTs-ენზე და გაუზიარეს ერთმანეთს ბევრი კომპლექსური ინფორმაცია. ვუყურებდი მათ ჩუმად და ვამაყობდი რომ ორმა ინტელიგენტმა ადამიანმა, რომლებსაც კარგად ვიცნობდი ასე კარგად გაუგეს ერთმანეთს. იმ მომენტში ვიფიქრე რომ ირაკლის აზრები, ჩემ აზრებს ემთხვეოდა როცა პირველად შევხვდი ნიკოს. მოკლედ რომ ვთქვა: ჩვენ ორივემ დავინახეთ გამორჩეული, განსაკუთრებული ნიჭისა და არაჩვეულებრივი პოტენციალის მქონე ადამიანი, რომელიც იყო საოცრად კეთილი, პატიოსანი და მიზანმიმართული. ჩვენი შეხვედრა რომელიც მინიმუმ 2 საათს გაგრძელდა მოიცავდა ბევრ თემას: ფილოსოფია, ეთიკა, პოლიტიკა, იუმორი და ყველაზე მნიშვნელოვანი, გეგმები, რომლენსაც ერთად განვახორციელებდით. სრულ მზადყოფნაშ ვიყავით რომ ახალი პროექტის ინიცირება მოგვეხდინა. ჩვენ ორნი, ცნობილი ახალგაზრდა, ქართველი ინჟინრები, რომლებსაც მხარს უჭერდნენ საოცრად გამოცდილი და გავლენიანი ადამიანები როგორებიც არისნ ირაკლი, სანდრო, პეტია, ზურა, ხვიჩა და მრავალი სხვა. იმ მომენტში, ჩემ ეზოში მზე ზენიტში იყო და ვიცოდით რომ არ არსებობდა წინაღობა, რომელიც შეგვაჩერებდა იმ წარმატების გზაზე, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტი უნდა შეგვემუშავებინა.

მწველი მზის სხივები ირეკლებოდა ჩემი მანქანის პატარა ფანჯრებზე. ჩემი ოპტიკური ხედვა იყო სრულყოფილი, ჩემი მანქანის ინტერიერის გამო, ჩემი სმენაც იყო უნაკლო, თუმცა ეს ყველაფერი არ დამეხმარა იმაში რომ აღმექვა სწორად სიტუაცია. დაახლოებით 30 წუთზე მეტი იმ დროდან, როცა ნიკოს უნდა შევხვედროდი შეთანხმებულ ადგილას. ჩემი მიწერილი წერილების ქვწმოთ, ორი პატარა ნიშანი კვლავ ნაცრისფერი იყო. იქნებ საჭეს მართავდა? ან იქნებ ტელეფონი დაუჯდა..არა? ამაზე ცუდი განა რა შეიძლება მომხდარიყო. თუმცა ამაში უნდა დავრწმუნებულიყავი და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში 2-ჯერ დავურეკე, მაგრამ ნიკომ არ მიპასუხა.

იყო თბილი ნაშუადღევი, არც ცხელოდა, და არც ციოდა: შესანიშნავი შერწყმა. იმ დღეს ვაპირებდი უნივერსიტეტის ყველა დაუნდობელი საკურსო სამუშაოსგან დასვენებას და სახლის აუზში თავით გადაშვებას. ასევე მინდოდა ნიკოსთვის შეტყობინების გაგზავნა და შეხვედრა, რათა ჰაკათონისთვის ჩვენი პროექტის იდეაზე დაგვესრულებინა მუშაობა, ასევე სხვა რაღაცებზეც რომ გვესაუბრა, მაგრამ არ მომიწია, რადგან იგი პირველი დამიკავშირდა! ნიკოსთან WhatsApp-ით საუბრისას, რაღაც ძალიან უცნაური და არასასიამოვნო მოხდა – ჩემს ეზოში საშუალო ზომის გველი გამოჩნდა. გველი იმ ეზოში არასდროს გვინახავს და ეს ძალიან იშვიათი მოვლენა იყო, თან იმის გათვალისწინებით, რომ მცენარეები სავსეა პესტიციდებით. ქვეწარმავლის ეზოდან მოშორებაში დახმარებისთვის, ტელეფონი დროებით გადავდე, შემდეგ ეს ამბავი რამდენიმე საათით სრულიად გადამავიწყდა. ნიკო და მე 4 საათზე მოსაშვილის ქუჩაზე შეხვედრას შევთანხმდით, ამიტომ დავიწყე მომზადება. ჩვენი ახალი პროექტის გამო ძალიან აღელვებული ვიყავი. იმ დღეს მეც ვაპირებდი ჩემი ბიძაშვილის ნახვას და ძალიან მინდოდა მისი და ნიკოს შეხვედრა. წყნეთის სახლიდან დაახლოებით 4:07 საათზე გამოვედი, ადგილზე ცოტა ადრე, სადღაც 4:28 წუთზე მივედი, რის გამოც ნიკოს ორი შეტყობინება გავუგზავნე. იმის გამო, რომ რაღაც დროის განმავლობაში შეტყობინებები არ ჰქონდა ნანახი, რამდენჯერმე უშედეგოდ დავურეკე … თავიდან ვფიქრობდი, რომ რაღაც გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა, ამიტომ ჯერ ბიძაშვილთან შეხვედრა და წყნეთში ასვლამდე ერთი ან ორი საათით მისი მოსაშვილის ქუჩაზე დალოდება გადავწყვიტე. ჩემსა და ჩემს ბიძაშვილს შორის იყო იდუმალი და არაჩვეულებრივი აურა: საუბრებში უარყოფით, პესიმისტურ აზრებს არასდროს ვუშვებდით, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა: დავიწყეთ სხვადასხვა აზრებით სპეკულირება. უკვე წყნეთში ვაპირებდით წასვლას, დავინახე ჩემი ბიძაშვილი, ახალ ამბებს ამოწმებდა (რასაც ის საკმაოდ ხშირად აკეთებს) და აპირებდა ახლახან მომხდარი სროლის შესახებ სტატიის გახსნას. გადავწყვიტე ნიკოსთან დარეკვა (ზუსტად იმ წუთს, იმ მომენტში, რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო) ტელეფონიდან გაჟღერებულმა: “ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფეთ, მიუწვდომელია” მიიპყრო მისი ყურადღება, ჩვენ შევხედეთ ერთმანეთს თვალებში და გავიფიქრეთ ყველა ის სპეკულაცია, რომელიც მანამდე განვიხილეთ. მოიპარეს მისი ტელეფონი? ის ავტოავარიაში მოყვა? რა ჯანდაბა ხდებოდა?

წყნეთში ავედით, საკმაოდ ციოდა – ბოლოს და ბოლოს, სექტემბრის ბუნიობას ვუახლოვდებით და ჩვენს მძვინვარე მზეს ვემშვიდობებით. მანქანიდან გადმოსვლისას, ნიკოს კიდევ ერთხელ დავურეკე, ამ დროს ჩემმა ბიძაშვილმა მაჩვენა ახლო მეგობრის პოსტი და მკითხა, თუ ვიცნობდი სურათზე გამოსახულ ადამიანს. პოსტს დართული ჰქონდა ტექსტი “გთხოვთ დაგვიკავშირდით”, რატომღაც, გონებამ სულ ცოტა 10 წამის განმავლობაში ფოტო საერთოდ არ აღიქვა, მაგრამ როცა კი აღიქვა, გულისცემა ამიჩქარა და თვალის გუგები ბოლომდე გამიფართოვდნენ: მაშინვე ვიკითხე რა ხდებოდა და … მივიღე პასუხები … იმ ღამიდან ძალიან ცოტა რამ მახსოვს. ჯერ კიდევ არ მაქვს სათანადოდ გააზრებული ყველაფერი რაც 15 სექტემბრის შემდეგ მოხდა. მახსოვს, რომ ისეთი რამ გავაკეთე, რაც ხუთ წელზე მეტია არ გამიკეთებია, რაც ათონის მთიდან დავბრუნდი და საბოლოოდ ათეისტი გავხდი. მუხლებზე დავიჩოქე და ნახევარი საათი ღმერთს ნიკოს გადარჩენას ვევედრებოდი.

ვევედრებოდი წაეღო მთელი ჩემი ნიჭი, ფული, წარმატება და დიდება, მაგრამ მისთვის სიცოცხლის უფლება მიეცა – რათა ამ სამყაროს ნიკო და მისი შესაძლებლობები ენახა. რატომღაც, სრულიად მჯეროდა, რომ ის გადარჩებოდა, მჯეროდა, რომ ღმერთი მას სიკვდილის უფლებას არ მისცემდა, მიუხედავად იმისა, რომ რაციონალურად ვიცოდი, რომ ჯერ ვერავინ გადარჩენილია 3 წუთზე მეტი კლინიკური სიკვდილის შემდეგ, როდესაც სხეულმა ჰიდროსტატიკური შოკი განიცადა.

იმ დღეს დილის 6 საათზე დავიძინე, WhatsApp-ის ჩატის მეასედ შემოწმებისას გალურჯებული ნაცრისფერი ნიშნების სასწაულის მოლოდინში. 2 საათის შემდეგ საშინელმა სიზმარმა გამაღვიძა (რომელსაც აქ არ მოვყვები). ფეხები და ხელები გაყინული მქონდა, კიდურებს ძლივს ვამოძრავებდი, თავს ცოცხალ არსებად არ ვგრძნობდი … აღარ იყო მძვინვარე მზე, არც დაუნდობელი სიცხე, არც მანქანის ხმამაღალი სიგნალი ან შემაშფოთებელი ბავშვის ყვირილი – მხოლოდ სიცივე და სიჩუმე. ყველაფერი მზესთან ერთად გაქრა: ნიკოსთან ერთად ყველაფერი გაქრა. და წვიმდა ყველგან, იქ სასტიკ ქუჩებში, იქ სავალალო ბორცვებზე, რომლებიც უყურებდნენ ჩვენს ღარიბულ, ძალადობრივ და დაუნდობელ ქალაქს, სადღაც სამოთხეში და ძალიან მალე, ღრმად, იქ, ჩვენში.

ამ უმოწყალო, სისხლიანმა და ძალადობრივმა ქვეყანამ წაიყვანა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც ჰქონდა მომავლის, უკეთესი სამყაროს გასაღები. ის ჩემთვის იყო გმირი და დარწმუნებული ვარ სხვა ბევრი ადამიანისთვისაც. ჩემი ცხოვრების მანძილზე, მეგონა ვიცოდი ნამდვილი ტკივილის მნიშვნელობა: ნამდვილი მწუხარება, მანამდე სანამ ჩემი უახლოესი მეგობარი არ მოკლეს. მეგონა ვიცოდი რას ნიშნავდა ტანჯვა იქამდე სანამ ნიკოს დედას თვალებში არ ჩავხედე, დედას, რომელიც აქამდე არ მყავდა ნანახი. მიუხედავად მუქი ფერის პირბადისა, მან შეძლო ჩემი ამოცნობა და მითხრა რომ ნიკოს სჯეროდა ჩემი და ჩვენი მიზნების. ირონიულია რომ ამ ყველაფრის მეც მჯერა, თუმცა მისთვის ამის თქმის შესაძლებლობა აღარ მექნება. ჩვენ ვაპირებდით მოგზაურობას პორტუგალიაში, ბოსტონში, სან-ფრანცისკოში, მსოფლიოს გარშემო იმისათვის რომ გაგვეკეთებინა ის რაც გვიყვარდა, იმისათვის რომ დავბუნებულიყავით უკან და დავხმარებოდით ჩვენს ქვეყანას. უნდა ვაღიარო, მოტივაციის პატარა ნაწილაკიც კი დავკარგე მას შემდეგ რაც ნიკო გარდაიცვალა – ყველა ჩემი პროექტი, კონტრიბუცია, ამბიციეიბი გახდა უმნიშვნელო. ყოველ ჯერზე როცა ვცდილობ უნივერსიტეტის საქმეს გაკეთებას, პროგრამული დავალებების ან მეცნიერული კვლევის შესრულებას, მისი ხმა და გამოსახულება ისახება ჩემს წარმოსახვაში და ვკარგავ მოტივაციას. ჩემი სიამაყე არ მომცემდა ამის თქმის უფლებას, თუმცა ნიკომ მომცა იმის ინსპირაცია რომ შემეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. ის იყო გმირი, რომელიც მოკვდა ტრაგიკული სიკვდილით და მისი თავმდაბლობა და სიკეთე, მის ცოდნასთან შერწყმაში არის სამაგალითო ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანისთვის. ნიკო არ იყო სტივ ჯობსი, ილონ მასკი ანდა ჯეფ ბეოსი, ის იყო მეტი: ის იყო მომავალი. მადლობა ნიკო,
მადლობა ყველაფრისთვის, გიორგი”, – წერს ნინო ზამბახიძე.