The Talk შოუს ერთ-ერთმა წამყვანმა, ნელი აგირბამ გადაცემაში სექსუალური შევიწროების პირად მაგალითზე ისაუბრა.
„ერთი ფაქტი მახსენდება და ახლა ჭუჭყის შეგრძნება მაქვს, რადგან არც ამაზე მისაუბრია. ბავშვებთან ერთად ვიყავი კახეთში, რთველში. ვენახში მომუშავე ადამიანმა, მითხრა: წამოდი, გაჩვენო სად ვცხოვრობო და იქვე მდგარ კონტეინერზე მიმითითა. შენ ხომ მაინც განათხოვარი ხარ, ნახე, რა კარგი საწოლი მაქვსო.
ბავშვებთან ერთად ვიყავი და თავი გამოვიშტერე, ვითომ ვერ გავიგე, რა უნდოდა. მერე კარგა ხანი ვტიროდი და მაკანკალებდა სახლში”, – ამბობს ნელი აგირბა.