„მუდმივად ვცდილობდი, ბედნიერი ოჯახი შემექმნა. ამ პროცესში ვენესუელურ სერიალს დაემსგავსა ჩემი ცხოვრება…“
„რუსთავი 2“-ის თოქშოუს წამყვანი ნელი აგირბა ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ მისი ბევრი ურთიერთობა ბედნიერი ოჯახის ძიებას უკავშირდებოდა…
ნელი, ჩემი ცხოვრება ვენესიუელურ სერიალს ჰგავდა და ახლა ვცდილობ, სხვა ეტაპზე გადავიდეო, რას გულისხმობდით?
„ბევრ ურთიერთობას, ბედნიერ ოჯახს ვეძებდი. ეს დამაკლდა ბავშვობაში და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მუდმივად ვცდილობდი, ბედნიერი ოჯახი შემექმნა. ამ პროცესში ვენესუელურ სერიალს დაემსგავსა ჩემი ცხოვრება. მას შემდეგ, რაც ბავშვობაში დავბრუნდი, დავმშვიდდი და ასაკმაც მიწია, ახლა საკუთარ თავთან ვარ სასიყვარულო ურთიერთობაში (იცინის). ვცდილობ, ჩემი თავი შევიყვარო. ორ კვირაში ერთხელ მაინც სადმე გავასეირნო ან წავიყვანო პაემანზე, არც ისე კარგი შეყვარებული გამოვდექი, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ (იცინის). მოუცლელობას და ფანტაზიის ნაკლებობას ვუჩივი, მაქსიმუმ საჭმელად ან ზღვასთან დამყავს თავი და მინდა, ცოტა გავაშრიალო, გავართო, რომ ბავშვურად გაუხარდეს…“