“ამ კაცმა (სახე შაქრო პაპაი ღობესავით რო აქ მიჭყლეტილი), ვერ გაუბედა – “ოცნებაში” რო ვმოღვაწეობდი, მეც ბნელი ვიყავიო?”
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს:
“ტიპები ჭუტლეკისტანიდან
წუხელ ამ კაცმა ამ ქალს ამბავი მიუტანა: კალაძემ თქვა, 30-ში ბრძოლა ბნელსა და ნათელს შორის იქნებაო.
ქალმა დაამშვიდა: ნუ ღელავ, ჩემო სუყველაყავ, კალაძეს ვეთანხმები, მართლაც იქნება ბრძოლა ბნელსა და ნათელს შორის, მაგრამ ,,ნათლები” ხომ ჩვენ ვართო?
ჰო, ჩვენ სითბოს, სიყვარულს, გაგებას, სიკეთეს ვასხივებთ, ეგენი კიდე ბოროტები არიან, ბნელები, კუნაპეტები და მკვლელებიო. აგე, ჩვენი ბელადი გამოა და მერე ნახონ, როგორ გაბრწინდება ჭუტლეკისტანიო.
ამ კაცმა (სახის ყოველი ნაკვთი შაქრო პაპაი ღობესავით რო აქ მიჭყლეტილი), ვერ ჰკითხა, ვერ გაუბედა, ,,ოცნებაში” რო ვმოღვაწეობდი, მეც ბნელი ვიყავიო?
ამან, ამ ქალმა ყველა საკითხი უცებ გადაჭრა, სიტუაცია დაალაგა და დაასკვნა, 30-დან ქვეყანაზე პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ავიღოთო“, – წერს გელა ზედელაშვილი.